ჩინეთის ქალაქებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:21, 31 Jul, 2017     1658
ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 4 ქალაქში გაიმართა - გვანჯოუ (Guangzhou), ჩჟუნშანი (Zhongshan), შენჩჟენი (Shenzhen) და ფოშანი (Foshan). ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასე მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გეგმავს.

დეგუსტაციებს სახელწოდებით „ქართული ღვინის გუანდუნის ტური“, ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ. წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

როგორც ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი აღნიშნავს, საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს და სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42