ცნობილი ტრეიდერი, ფინანსური ანალიტიკოსი და ექსპერტი, სტეპან დემურა აცხადებს, რომ ტრამპის მიერ ახალი ამერიკული სანქციების შესახებ კანონხე ხელმოწერა აგვისტოში რუსული რუბლის მკვეთრ ვარდნას, ხოლო უახლოეს მომავალში ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ამერიკულით ჩანაცვლებას გამოიწვევს.
დემურამ «БИЗНЕС Online»-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, თუ რა შედეგს მოუტანს ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკას, ბიუჯეტს, საფინანსო ბაზრებს. მისი აზრით, ყველაზე დიდი დარტყმა რუსული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის აკრძალვა იქნება. ასევე, სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობაში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების მკაცრ აკრძალვასაც გულისხმობს. ეს იმ დროს, რომ ნავთობზე ფასის ზრდა არ ივარაუდება, პირიქით, ისინი დღევანდელ დონეზეც არ შენარჩუნდება.
ექსპერტის აზრით, ევროპამ უკვე აიღო კურსი ენერგომატარებლების წყაროების დივერსიფიცირებაზე. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბაზარზე რუსული ნავთობისა და გაზის წილი სავარაუდოდ ისედაც შემცირდება, სამაგიეროდ, გაიზრდება ამერიკული გაზის, მათ შორის ფიქალური გაზის წილი. ამასთან, ამერიკული სანქციები რუსეთის ახალ გაზსადენების, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას დიდწილად შეაფერხებს. სავარაუდოდ აშშ ევროპაში ნავთობის ექსპორტსაც გაზრდის.
„აქ მარტო სანქციები არაფერ შუაშია. „გაზპრომი“ კონკურენციას უკვე აგებს ევროპულ ბაზარზე. აქ ჩვეულებრივი ფინანსური მომენტიც მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც ამერიკული თხევადი გაზი ევროპულ კონტინენტზე ჩვეულებრივ აირად მდგომარეობაში გადავა, იგი 100 დოლარი ეღირება. ხოლო „გაზპრომისთვის“ ფასის ქვედა ზღვარი 150 დოლარია, ამის ქვემოთ კომპანია წაგებაზე წავა. ასე რომ, ევროპისათვის უკვე მომგებიანი გახდება ამერიკული და ყატარის თხევადი აირის შეძენა,“ - აცხადებს ექსპერტი.
რუსეთისათვის ახალი ამერიკული სანქციების მძიმე შედეგის მაგალითად დემურას მილსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობა მოჰყავს. შავი ზღვის ფსკერზე მილების განთავსებას იტალიური კომპანია აწარმოებს. სანქციები კრძალავს ნებისმიერ ხელშეწყობას თუ ინვესტიციებს რუსული საექსპორტო მილსადენების მშენებლობის საქმეში, შესაბამისად, იტალიელები სანქციის ქვეშ მოჰყვებიან. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება ბევრი ევროპული კომპანია. სავარაუდოდ, ისინი აირჩევენ რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას.
„გარდა ამისა ეს „თურქული ნაკადი“ „გაზპრომის“ გარდა არავის სჭირდება. ისრაელს უკვე გაჰყავს თურქეთის მიმართულებით გაზსადენი. ეს გაზსადენი მომავალ წელს უკვე მზად იქნება. შესაბამისად, თურქეთი ნებისმიერ შემთხვევაში ხდება ბუნებრივი აირის ერთგვარი საცავი ევროპისათვის. და არამარტო ებრაული გაზის წყალობით.
მეორე საკითხი, რომელსაც სტეპან დემურა ეხება, ფინანსური ბაზრებია.
„სანქციები ძლიერ ამკაცრებს აშშ-ს პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ უკვე ვართ მოწყვეტილი მსოფლიოს საფინანსო ბაზარს. ახალი აკრძალვები საბოლოოდ გაწყვეტს ყოველგვარ კავშირს. ტრამპის მიერ ამ კანონის ხელმოწერა (რაც სავარაუდოდ მალე მოხდება) მოკლავს რუბლს, იმიტომ რომ ინვესტორები ვეღარ განახორციელებენ carry trade-ის ოპერაციებს რუსული (განსაკუთრებით სახელმწიფო და კორპორატიული) ფასიანი ქაღალდებით. ეს გაანადგურებს ჩვენს საფინანსო ბაზარს. მეორეც, სერიოზული პრობლემები შეიქმნება რუსეთის სახელმწიფო ხაზინის შევსების საქმეში, გაზისა და ნავთბის შემოსავლების მეშვეობით. ვიმეორებ, ახალი სანქციები ძალიან სერიოზიულია და მასზე სიცილი მხოლოდ სულელებს შეუძლიათ,“ - წერს ექსპერტი.
დემურა მთავარ პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ კანონის თანახმად, არც ტრამპს და არც სხვა პრეზიდენტს აღარ შეეძლება ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები, ისინი ახლა კოდიფიცირებულია, ის კანონია და არა პრეზიდენტის ან ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება. მათ მხოლოდ კონგრესი თუ გააუქმებს.
„სანქციების თანახმად, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რეგულარულად უნდა მიაწოდონ პრეზიდენტს ინფორმაცია რუსი ოლოგარქების შესახებ, რომლებიც აქტივებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფლობენ. მეტიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ასევე მათი ნათესავებისა და ყველა იმ ხალხის შესახებ, რომლებიც მათ ფინანსურ სქემებში მონაწილეობენ. და რაც მთავარია, სპეცსამსახურები ვალდებულნი არიან მოახსენონ პრეზიდენტს მათი კაპიტალის წარმოშობის შესახებ. ვინაიდან ამ კაპიტალის წარმოშობა ამერიკული სამართლის მიხედვით ძალზე საეჭვოა, ამ ოლიგარქებს ძალზე გაუჭირდებათ დასავლეთში ცხოვრება, დასავლურ ბანკებთან ურთიერთობა. ამის მაგალითია სანქცირებული უკრაინელი ოლიგარქი დიმიტრი ფირტაში. იგი დააკავეს ავსტრიაში FBI-ის მოთხოვნით და ასტრონომიული თანხის 125 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს თავდებით, ახალი ამერიკული სანქციები უსერიოზულესი ნაბიჯია შორს მიმავალი შედეგებით,“ - წერს დემურა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი იქნება შესაძლო კრიზისის სცენარი ახალი სანქციების შემდეგ, დემურა შემდეგ სურათს ხატავს:
„პირველ ეტაპზე რუბლი ჩამოიქცევა. მალე დაიწყება ბაზრების ვარდნა და განვითარებადი ქვეყნებისა და მათი კომპანიების გაქცევა სარისკო რუსული აქტივების ფლობისგან. მალე ამოქმედდება ე.წ. „ბრბოს ეფექტი“, როდესაც ბირჟის რამდენიმე მოთამაშე ერთდროულად დაიწყებს რუსული აქტოვების დაცემას, რადგან გადაწყვეტს, რომ რისკები უკვე საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო დანარჩენები მათ მიბაძავენ, ხოლო სპეკულიანტები დოლარს „მიაშურებენ“. ეს პროცესი შეიძლება აგვისტოშივე დაიწყოს და მომავალში 1 დოლარი შეიძლება 95-125 რუბლს გაუტოლდეს. რა იქნება მომავალ წელს, ამის პროგნოზი რთულია... ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია რუბლის დაჭერა დიდი ხნის განმავლობაში, მას ამისთვის სახსრები არ გააჩნია," - აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






