"ჩამოდი რამზან, ჩვენ აქ სათანადოდ დაგხვდებით!" - კადიროვის მუქარა და ებრაელი მაიორის პასუხი
მსოფლიო - 15:23, 29 Jul, 2017     27229

ჩეჩნეთის ოდიოზურმა ლიდერმა რამზან კადიროვმა სოცქსელ Telegram-ში დაწერა, რომ მზად არის გაქდადგეს თანამდებობიდან და პირადად აღუდგეს წინ ებრაელ პოლიციელებს, დაიცვას მათგან ძველ იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთი. შეგახსენებთ, რომ რამ,დენიმე კვირის წინ ისრაელმა ძველ იერუსალიმში, მათ შორის ზ.ა. მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

"მე პირადად მზად ვარ გადავდგე თანამდებობიდან, ჩავიდე იერუსალიმში და სიცოცხლის ბოლომდე დავიცვა ალ-აქსას მეჩეთი," - წერს კადიროვი.

მის განცხადებას, ერთერთი უკრაინული ინტერნეტპორტალის მეშვეობით, გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის სპეცდანაყოფის "საიერეტ მატკალის" თადარიგის მაიორი, რომელიც კადიროვს პირდება, რომ შესაფერის დახვედრას მოუწყობს.

"მე ისრაელში 25 წლის წინ ჩამოვედი. ის ჩემი სამშობლო გახდა, რომელსაც სიცოცხლესაც კი შევწირავ...

მე გავეცანი კადიროვის, რომელიც საკუთარ თავს "ჩეჩნეთის ლიდერს" უწოდებს, ოდიოზურ განცხადებას. შევახსენებ მას, რომ გასული საუკუნის 90-ებში კადიროვი მამასთან ერთად რუსებს ხოცავდა... ხოლო 2000 წლის შემდეგ მათ საკუთარ ხალხს და თანამოძმეებს უღალატეს, პუტინს მიეყიდნენ და უკვე ჩეჩნების ხოცვა დაიწყეს, რისთვისაც კადიროვმა ფული, თანამდებობა და რუსეთის "გმირის" წოდება მიიღო.

2008 წელს კადიროვმა თავისი ბანდიტები საქართველოში გააგზავნა, რათა ქართველი ხალხი გაენადგურებინა...

2014 წელს "კადიროველები" დონბასში ჩავიდნენ და უკვე უკრაინელების ხოცვა დაიწყეს, რათა პრორუს სეპარატისტებს დახმარებოდნენ. ისინი დღემდე აკეთებენ თავის შავ საქმეს დონეცკში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

იგივეს აკეთბენ კადიროვის ტერორისტები სირიაშიც: ძარცვავენ, კლავენ და ასახიჩრებენ სირიის მშვიდობიან მოსახლეობას და იმ მებრძოლებს, რომლებიც დიქტატორ ასედის წინააღმდეგ გამოდიან.

ახლა, 2017 წელს "რწმენას" ამოფარებული კადიროვი, რომელიც "მგზნებარე მუსლიმის" როლს თამაშობს და გვპირდება, რომ ჩამოვა იერუსალიმში და ისრაელის პოლიციისა და კანონების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

ჩამოდი რამზან, ჩვენ აქ სათანადოდ დაგხვდებით! ებრაელი ერის წინააღმდეგ ბრძოლა შენი უკანასკნელი ბრძოლა იქნება. "მეჩეთის დაცვის" საბაბით შენ ისრაელის წინააღმდეგ ომს ქადაგებ, მაგრამ ჩვენი ერი არასდროს შეუშინებია მუქარას, მითუმეტეს შენისთანა საცოდავი მოღალატისა და ტერორისტის მუქარას," - წერს ებრაელი მაიორი, დანიელ გ.

წყარო dialog.ua





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42