ქართველი მეწარმეები პროდუქციის პოპულარიზაციას ევროპის მეწარმეთა ქსელის მეშვეობით შეძლებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:28, 28 Jul, 2017     1147
დღეს ,,ტექნოპარკში“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“-ს შორის, ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN) პლატფორმის გამოყენების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით მოხდეს ქართველ მეწარმეთა პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაში მონაწილეობა.

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია აღნიშნავს, პლატფორმა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

,,ევროპის მეწარმეთა ქსელში ჩვენი მეწარმეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროდუქციის რეალიზაციისა და ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით. აღნიშული პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამივე სახელმწიფო უწყება, პროაქტიურ რეჟიმში მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მეწარმეებს იმ სარგებლის შესახებ, რასაც EEN მათ სთავაზობს. მეწარმეებს ასევე დავეხმარებით რეგისტრაციის პროცესში“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.

,,ჩვენ ერთიანი ევროპული საწარმოების ქსელის ბენეფიტებს საშუალებას ვაძლევთ, მიიღონ და გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია. მემორანდუმში მონაწილეობას იღებს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. არაერთ ქართული ორგანიზაციაა, რომელსაც ევროპაში თავისი პროდუქტის გატანა ან ევროპიდან შემოტანა სურს. ამ პროცესში ევროპულ და ქართულ ბიზნესსაწარმოთა შორის მუშაობა სინქრონიზებული უნდა იყოს, სწორედ ამას ემასხურება აღნიშნული პლატფორმა“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ნინო ჩიქოვანის შეფასებით კი ,,მოიძიე პარტნიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს მემორანდუმი კი ქართულ კომპანიებს ხელს შეუწყობს, ჩაერთონ ევროპის მეწარმეთა ქსელში.

,,ამ პლატფორმაში გაწევრიანებით სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს შეუწყობს კომპანიებს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში, რომ თავიანთი პროდუქციის და კომპანიის პოზიციონირება ევროპის ყველაზე დიდ მეწამეთა ქსელში შეძლონ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, ვისთან ერთადაც მემორანდუმი გავაფორმეთ“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

ევროპის მეწარმეთა ქსელის სერვისების მიღება შეეძლება ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს een-georgia.ge ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს een-georgia -ს კონსორციუმის წევრ შემდეგ ორგანიზაციებს: სააგენტ„აწარმოე საქართველოში“, სსიპ-ს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42