2017 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N37ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ პირველ სართულზე „კარფურის“ რიგით მეშვიდე ფილიალი გაიხსნა. 2,400 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 14 ათასამდე სახეობას სთავაზობს.
როგორც მომხმარებლისთვის იყო ცნობილი, აღნიშნულ მისამართზე 2014 წლიდან 2017 წლის ივლისამდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ოპერირებდა, თუმცა მომხმარებელს კვლავ შეუძლია ესტუმროს Wendy’s რესტორანს და Dunkin Donuts-ის კაფეს, ასევე სავაჭრო ცენტრში სტუმრობისას ისარგებლოს ორ სართულზე განთავსებული ავტოსადგომით.
როგორც მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს, გარდა აღნიშნული ობიექტებისა, შეუძლია ისარგებლოს ვითიბი ბანკის და აფთიაქის მომსახურებით, ასევე სხვადასხვა მაღაზიებით, რომლებიც ძირითადად სახლის და ბავშვის თემატიკას ეხება: Villeroy & Boch, English Home, Super Home, Super Toys, Bohemia, Game Zone, მეგატექნიკა, პენტი, MyDay, Linzebi.ge და რაც მთავარია 24/7 Aspria ფიტნესი, ასევე უამრავი მცირე ზომის დახლი.
ჰოუმმარტი – ყველაფერი სახლისთვის!
მასალის გამოყენების პირობები






