,,პუტინი და მედვედევი უკრაინაში ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებდნენ... ეს იყო იურიდიული შოუ“ - ნავალნი სააკაშვილზე
მსოფლიო - 14:41, 28 Jul, 2017     2588
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ალეკსეი ნავალნი ეხმაურება. ნავალნი აღნიშნულ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი, უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ რუსეთზეც:

„პუტინი და მედვედევი რომ დამსხდარიყვნენ და მოეფიქრებინათ, რა უნდა მომხდარიყო უკრაინაში ისეთი რომ მათ გახარებოდათ, ამაზე კარგს ვერ მოიფიქრებდნენ. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენც გვაზიანებს, რადგან რუსეთის ოპოზიციას უნდა რომ უკრაინა განვითარდეს, გამდიდრდეს. რუსულ მედიაში ნაკლები იყოს უკრაინული ამბები, იქ კი ყველაფერი კარგად იყოს. ის რაც უკრაინაში მოხდა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, ეს აჩვენებს იმას , რომ ის მომენტი როცა უკრაინა იცხოვრებს ნორმალური ევროპული ქვეყნის ცხოვრებით კიდევ გადაიდო. არ შეიძლება ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვა, ეს საუბრები, სწორი იყო დოკუმენტაცია თუ არა, სამართლიანად მისცეს თუ არა მოქალაქეობა, იურიდიული შოუა. ის იყო გუბერნატორი, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. ე.ი მას ქონდა საკმარისი იურიდიული წინაპირობა რომ ამ თანამდებობაზე დაენიშნათ და მისი მოქალაქეობა კანონიერად ითვლებოდა. ახლა კი აიღეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს, გასაგებია რატომაც ქვეყნიდან პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებენ. ხვალ ალბათ პუტინი მე ჩამომართმევს მოქალაქეობას და მეტყვის, რომ „ალეკსეი შენ რომ 16 წლის იყავი პასპორტის აღების დროს ანკეტაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუთითე და ამიტომ შენი მოქალაქეობის მინიჭებას უკან გავიწვევთ.“ ასეთი უამრავი მიზეზის მოფიქრება შეიძლება. ამ ქმედებით მიაფურთხეს პოლიტიკური კონკურენციის პრინციპებს , კანონს, კონსტიტუციას. მე არ ვარჩევ ახლა სააკაშვილი კარგია თუ ცუდი, რა გააკეთა საქართველოში, პოპულისტია თუ რეალური პოლიტიკოსი, ეს არაა მთავარი, ის საკმარისად პოპულარულია, ფეისბუკზეც კი მილიონი მოწონება აქვს, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია უკრაინაში და ბახ! და ამ პროცესებიდან გამოთიშეს. ეს იგივეა, რასაც საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ. სწორედ საბჭოთა კავშირმა იჩინა თავი უკრაინაში და ეს ძალიან დააზიანებს შიდა პოლიტიკურ პროცესებს რუსეთშიც, რადგან ეს ქმედება სწორედ ისაა, რაზეც პუტინი ყოველდღე ლაპარაკობს პრესკონფერენციებზე, როდესაც მას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ეკითხებიან, მაგალითად უკრაინა მოჰყავს, რომ იქ რევოლუცია კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მოხდა და ახლა ხედავთ იქ რაც ხდება, ამის შემდეგ პუტინი უკვე დაამატებს იმასაც რომ უკრაინაში ოპოზიციონერებს მოქალაქეობას ართმევენ და რუსეთში კი ამას არ ვაკეთებთო.

მე ვიმედოვნებ, რომ პოროშენკო ან ვინმე, ვისაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია, გადაწყვეტილებას შეცვლის, რადგან ამ ქმედებით უკრაინაში საშინელება მოხდა, ჩვენ კი არ გვსურს რომ იქ ასეთი რამე ხდებოდეს.“- განაცხადა ალეკსეი ნავალნიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42