მიხეილ სააკაშვილი ახადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოროშენკოს სიმხდალის აქტი, ზურგში დანის ჩარტყმა და პრეზიდენტს მისი უკრაინული პოლიტიკიდან ჩამოშორება სურდა.
"ეს პროცესი ასე არ ხდება. ამის გაკეთება ჩუმად, მაშინ, როდესაც მე მცირე ხნით არ ვიყავი, ნიუ-იორკში ვიყავი - ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაღაც ძალიან არასწორი გააკეთა, რადგან ისინი ჩქარობდნენ.
თუ არსებობს სამართლებრივი პრეტენზიებიო, ეს სხავგავარად კეთდება - უნდა შეატყობინონ ადამანს, მოუსმინონ ყველა მხარეს, გადააგზავნონ საქ,მე სასამართლოში, ყველა მხარეს მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტები - აი მაშინ აღიქმებოდა ეს როგორც სამართლებრივი პროცესი.
ეს იყო პრეზიდენტ პოროშენკოს სიმხდალის აქტი, ჩვეულებრივი ზურგში დანის ჩარტყმა. აქ იურიდიულ ფორმულირებებს არავითარი მნიშვნელობვა არ აქვს," - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






