ამაზონის აქციების 2.3%-ით ზრდის შედეგად ბეზოსის ქონება, რომელიც ამაზონის აქციების მეხუთედს ფლობს, 2 მილიარდით გაიზარდა და 90,9 მილიარდი შეადგინა.
ბოლო შემთხვევა როდესაც ბილ გეიტსს რეიტინგში გადაუსწრეს ერთი წლის წინ დაფიქსირდა, მაშინ 2 დღის განმავლობაში პირველ ადგილს „ზარას“ სავაჭრო ქსელის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა იკავებდა. ამაზონის დამფუძნებელი გახდა მეშვიდე ადამიანი, რომელმაც ფორბსის რეიტინგში, რომელიც 1987 წლიდან ქვეყნდება, პირველი ადგილის დაკავება შეძლო
ამაზონი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ-სავაჭრო ქსელია, რომელიც მუშაობს აშშ-ში, ევროპაში, კანადაში, ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.
როგორც უცხოური მედია წერს ბეზოსი ვერასოდეს გადაუსწრებდა გეიტს, მაიკროსოფტის დამფუძნებელს ქველმოქმედებაში ათეულობით მილიარდი დოლარი რომ არ დაეხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები






