სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: "გე-ვე 932"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი ტყვიამფრქვევი, სავაზნე ლენტში მოთავსებული 223 საბრძოლო ვაზნა, "კალაშნიკოვი"-ს კონსტრუქციის ავტომატის 7 მჭიდი, "ა-კა 74"-ის, "ა-კა-ეს 74"-ის, "ა-კა-ეს 74-უ"-ს, "ერ-პე-კა 74"-ის, "ერ-პე-კა-ეს-74"-ის 135 საბრძოლო ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა, 3 ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამიანი და 1 ცალი 75 გრამიანი ტროტილის კოჭა,1 ქარხნული წესით დამზადებული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები






