Global Finance-მა თიბისი ბანკი 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:49, 26 Jul, 2017     1213
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოში საუკეთესო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნდა (2017 World's Best Digital Bank Award). თიბისი ბანკმა მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან, საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება თიბისი ბანკმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა. თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -სგან.

თიბისი ბანკმა აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

2. საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

3. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

4. საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები.

გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში, ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი.

„ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს,“ - განაცხადა ჯოზეფ დ. გარაპუტომ, “Global Finance”-ის გამომცემელმა და დირექტორმა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ციფრული სერვისები და ამ მიმართულებით მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოსა და რეგიონში და ამისთვის მრავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ.“

2012 წლიდან დღემდე თიბისი ბანკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული Global Finance -სგან სხვადასხვა ნომინაციაში. World's Best Digital Bank Award-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბანკები როგორიცაა, Citi, SEB Bank, mBank, Raiffeisen bank, UniCredit, Sberbank და სხვ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42