„მომავალი მაწუხებს“ - აცხადევს კვლევის ერთერთი ავტორო ჰაგაი ლევინი BBC_ისთან ინტერვიუში. „მომავალში ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის რეპროდუქციას და ზოგადად, შესაძლოა , კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს.
ებრაელმა მკვლევარებმა მსგავსი დასკვნა, ევროპის 200 ქვეყანაში, ახალ ზელანადიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად მიიღეს. აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, მსგავსი ვარდნა არ შეინიშნება, აღნიშნავენ მეცნიერები, თუმცა იქვე დასძენენ, რომ მათ იქ კვლევის ჩატარება მწირ მონაცემებზე დაყრდნობით მოუწიათ. ლევინი შიშობს, რომ აღნიშნულ კონტინეტებზე მაცხოვრებელ მამაკაცებსაც იგივე ბედი ელით.
„ჩვენ რამე უნდა მოვიმოქნედოთ. მაგალითად, ქიმიკატების მიღების რეგულირება უნდა გავაძლიეროთ. და უბრალოდ, უნდა განვაგრძოთ ბრძოლა მოწევისა და სიმსუქნის წინააღმდეგ“ - ამბობს მეცნიერი.
პროფესორი ალან პეისი კოლეგების შრომას აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ლევინსა და მის კოლეგებს ხარვეზები ადრე ჩატარებულ კვლელებშიც ჰქონიათ, ამიტომ ეს კვლევა მისთვის, დიდ სანდოობას არ იწვევს, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ საფუძველია პრობლემის შემდომი შესწავლის პროცესში.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა იწვევს მამაკაცებსი სპერმის რაოდენობის შემცირებას. კვლევაში მეცნიერებმა ქიმიკატები, სიმსუქნე, მოწევა, სტრესი და უმოძრაობა დაასახელეს.
მასალის გამოყენების პირობები






