"დავბრუნდები, რათა განანოთ ის კარგი სიტყვები, რაც ჩემზე თქვით, როცა ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ“
მსოფლიო - 10:54, 26 Jul, 2017     15418


"დღეს, როდესაც სენატში გამოვდივარ სიტყვით და ჩვეულებრივზე ცოტათი უფრო ცუდად გამოვიყურები, მინდა ვთქვა, რომ ახლებურად ვაფასებ ამ ინსტიტუტის წესებსა და იმ 99 პრივილეგირებულ პირს, რომლებიც სენატის წევრებად აირჩიეს.

უკვე 30 წელია, აშშ-ის სენატორი ვარ. მე მქონდა სხვა , არანაკლებ მნიშვნელოვანი სამსახური, მაგრამ ჩემი სამსახური სენატში არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არიზონელ ხალხს იმ პატივისთვის, რომ შესაძლებობა მომეცა, მათი სახელით აშშ_ის სენატში მემსახურა. ამან საშუალება მომცა, მეთამაშა ჩემი უმნიშვნელოვანესი როლი იმ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ასე ძალიან მიყვარს” - განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა, სენატის დანარჩენი წევრებისადმი პატივისცემა გამოთქვა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებიან ისინი, ყველანი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან და მათ შორის არსებული უთანხმოება და კამათიც, ამერიკელი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაა.

სიტყვით გამოსვლისას ჯონ მაკკეინა განაცხადა, რომ ის სახლში სამკურნალოდ მიდის, თუმცა დაბრუნების პირობა დადო.

„ცოტა ხნით მივდივარ სახლში სამკურნალოდ, მაგრამ ყოველთვის დაბრუნდები, რათა განანოთ ის კარგი სიტყვები, რაც ჩემ შესახებ თქვით რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ“ - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორს, 80 წლის ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა.

როგორც სენასტორის ოფისი იტყობინება, მას თვალთან ქირურგებმა შედედებული სისხლი ამოკვეთეს. ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.

შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.

ექიმები მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებს , მათ შორის ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას განიხილავენ.

გლიობლასტომა - ტვინის სიმსივნეს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმაა, რომელიც უმეტესად მამაკაცებში ვლინდება. მისი გამოვლენის რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42