ეს , ბუნებრივია, უბრალო დამთხვევაა, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ მოპსი საბედისწერო ძაღლია.

გრემის მფლობელი ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტმა, 41 წლის ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 20 ივლისს, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კორნელის დაბადების დღეზე.
ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მომღერალი ბოლო დროს დეპრესიას ებრძოდა.
2 თვის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქრის კორნელმაც, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტმა. ჩესტერის მსგავსად, მანაც თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა , შემდეგ კი დეტროიტის ერთერთი სასტუმროს აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

2014 წლის 11 აგვისტოს, 63 წლის ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი საკუთარ სახლში (ქალაქ ტიბერონი, კალიფორნიის შტატი) გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, რობინს კოგნიტური გაუფასურების პროგრესირება ე.წ. ლევის დემენცია დაუდგინდა. ამ დაავადებას ახასიათებს ჰალუცინაციები, მომატებული შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია.
მასალის გამოყენების პირობები






