ავღანეთში, ტერორისტულმა მოძრაობა თალიბანმა , როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობისგან გაუმჯობესებული ტიპის იარაღი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს და თან ექსკლუზიურ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს სნაიპერები, კალაშნიკოვის ტიპის იარაღები და ისეთი შეირაღება, რომელიც რუსული წარმოებისაა.
ამერიკელმა გენერლებმა შეშფოთება ჯერ კიდევ აპრილში გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთი თალიბანს იარაღით ამარაგებდა , თუმცა ამის დამადასტურებელი მასალის წარდგენა ვერ მოახერხეს.
CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე კი ჩანს სნაიპერული იარაღები, კალაშნიკოვის სახეობები და ტყვიამფრქვევები.
თალიბანის ორი განსხვავებული ფრთა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აცხადებენ, რომ იარაღი, რომელსაც ისინი ფლობენ, რუსული მთავრობის წყაროებისგან მიიღეს . ჰერატის მახლობლად არსებული ერთერთი გაერთიანების თქმით, მათ იარაღი, მთავარი მეტოქე დაჯგუფების დამარცხების შემდეგ მოიპოვეს. მეორე ჯგუფი კი აცხადებს, რომ ტაჯიკეთის საზღვარის გასწვრივ უსასყიდლოდ მიიღეს იარათი , რომელიც „რუსებმა“ მიაწოდეს. თუმცა, ვიდეო, იარაღის გადაცემის ფაქტებს არ ასახავს.
რუსული მხარე, თალიბანის იარაღით მომარაგებას კატეგორიულად უარყოფდა.
CNN-ის ბოლო მასალაზე, კი ოფიციალურ მოსკოვს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






