სტრასბურგში ,,დაგემოვნებული სირცხვილი“ - ,,წულუკიანი არის შავ საქმეში დომინანტი, მაგრამ კვირიკაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“
პოზიცია - 17:14, 25 Jul, 2017     1747
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება. სამი კანდიდატიდან, რომელიც საქართველოს ევროსასამართლოს წარუდგინა შესაფერის კანდიდატურად მხოლოდ ლადო ჭანტურია იქნა მიჩნეული. სოფიო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის კანდიდატურები ჩავარდა.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების ჩავარდნას სამწუხარო ფაქტი უწოდა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა. პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით კრიტიკულია, პრეზიდენტის თქმით იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სტრასბურგში ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომლებიც იქნებოდნენ კონკურენტუნარიანი.

„რაც მოხდა ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ კიდევ ერთხელ ჩაიშალა ეს კონკურსი, იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი მიმდინარე პროცესზე კომენტარს აკეთებს, „ნიუპოსტთან“ საუბრისას ალაფიშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკისრება:

„ეს არის ის პირველადი ფილტრაცია, როდესაც აპარატი ამოწმებს. წინა შემთხვევაში ქალბატონ ნანა მჭედლიძეზე განაცხადეს, რომ არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებსო, შემდეგ იგი ჩანაცვლდა ევა გოცირიძით, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა.

ეს არის ის შეცდომა, რომელზეც ვსაუბრობდი და ვისაუბრებ მანამდე, სანამ მთავრობა ასეთ საკითხებს უფრო სერიოზულად მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება. მეტი გამჭვირვალობით და ობიექტური შეფასების კრიტერიუმებით იყო შესაძლებელი ამ შესარჩევი კონკურსის გავლა. შეძლება ეს არ ყოფილიყო მისაღები მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ ჩვენმა მთავრობამ მთელი ეს პროცესი საკუთარ პარტიულ დღის წესრიგსა და ინტერესებს მიუძღვნა. დღეს ამით სახელმწიფო ზარალდება და ძალიან დიდ სირცხვილს დავაგემოვნებთ ყველა ერთად თუ დროზე არ მოერგო ჩვენი მთავრობა გონს. წინა ჯერზეც ორი კანდიდატურა დაიწუნა იგივე ეტაპზეს სტრასბურგის სასამართლოს აპარატმა, ქალბატონ ნანა მჭედილძესთან ერთად გიორგი ბადაშვილიც დაიწუნა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ იმისთვის რომ, გარანტირებულად გაეყვანათ საკუთარი კანდიდატი, ქალბატონი ევა გოცირიძე, მხოლოდ ერთი ჩაანაცვლა, ორივე რომ ჩაენაცვლებინა, ამ შემთხვევაში გოცირიძესთან ერთად ანა დოლიძეც უნდა გაეშვათ. ჩვენი მთავრობა ფიქრობს, რომ მოტყუვდება ან მოატყუებს სტრასბურს, ან ინფორმაციის სხვა წყაროები მათ არ აქვთ, არ შეიძლება ასე სიარული, ასეთი სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში არც ყოფილა საერთოდ.

ეს დააზარალებს არა მხოლოდ კონკრეტულ პროცესს, არამედ სახელმწიფოს, ამას თუ დავუმატებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ,,რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში სტრასბურგის დამოკიდებულება საქართველოსადმი იქნება უარყოფითი. რატომ უნდა გადააყოლოს პოლიტიკურ ინტერესებს და ვირეშმაკობას მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის ინტერესები? ამ შემთხვევაში არა იუსტიციის სამინისტრო, არამედ გიორგი კვირიკაშვილს პერსონალურად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. წულუკიანი არის დომინანტი შავ საქმეში, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი აწერს ხელს და კეთილი უნდა ინებოს და გააკონტროლოს ის, რაც მის მთავრობაში ხდება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით კონკურსი 2 ადგილზე დღეიდან ცხადდება და 25 აგვისტომდე გაგრძელდება. თეა წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდებს კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება. ევროსასამართლოს ექსპერტთა საბჭომ პირველი სამეული ნანა მჭედლიძის კანდიდატურის გამო ჩააგდო, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42