ყველის მოყვარულები აღიარებენ, რომ ეს როკფორია ე.წ. დაობებული ყველი.
ფრანგული ყველის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სახეობის ისტორია 900 წლის წინ დაიწყო. ფრანგები წელიწადში 3-3,5 მილიონ თავ როკფორს ამზადებენ ამავე დასახელების სოფელში.
ლეგენდის თანახმად, როკფორის მთიან საძოვრებზე ახალგაზრდა მწყემსი ფარას ედგა, როდესაც ლამაზი გოგო შენიშნა და აედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ უკან მობრუნებულმა ცხვარს თავი მოუყარა და საგზალი, რომელსაც მღვიმის გრილობში ინახავდა, მოიკითხა – ყველი ამასობაში ობით დაფარულიყო, მაგრამ გაფუჭებულს არა ჰგავდა. მწყემსმა გასინჯა და მოეწონა – ასე დაიბადა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი ყველი.

როკფორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ყველია, მისი ისტორია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან იწყება. როკფორის მცხოვრებლები თავიანთ ცხვრებს სპეციალურად უზღუდავდნენ წყალს, რომ რძეს უფრო მაღალი ცხიმიანობა ჰქონოდა. სწორედ ასეთი რძისგან, მრავალსაფეხურიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყველს. ამის შემდეგ მის შიგთავსში ახვედრებდნენ სოკოვან კულტურა Penicillium Pocfori-ს. ამასთან, ყველს ჩხვლეტდნენ სპეციალური ნემსებით: ობი ვითარდებოდა მხოლოდ ჰაერთან კონტაქტისას. 3-5 თვის შემდეგ სოკო ყველს ანიჭებდა თავისებურ ცხარე გემოს და არანაკლებ თავისებურ სუნს.

როკფორს საფრანგეთში დღემდე ამ უძველესი ხერხით ამზადებენ.
ნამდვილი როკფორი კი საფრანგეთის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელში როკფორ-სიურ-სულზონში არსებულ გამოქვაბულებში ამზადებენ, სადაც არსებული ტემპერატურა და ტენიანობა ზედგამოჭრილია აღნიშნული ყველის დასამზადებლად.



მასალის გამოყენების პირობები






