საქართველოს ბანკმა ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:48, 25 Jul, 2017     1528
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმის შექმნის შესახებ. პლათფორმა www.donate.ge ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ მოახდინოს ნივთების გადაცემა მათთვის ვისაც ეს ჭირდება. აღნიშნული პლათფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეეძლება იზრუნოს და გაიღოს ნივთები ქველმოქმედებისთვის. ამისათვის, ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებსაიტს www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია - მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა, ამის შემდეგ მითითებულ მისამართზე, მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ყველა შეგროვებული ნივთი, შემდგომ გადაეცემა, როგორც ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს, ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ონლაინ პლათფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანების და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის გასაცემი ნივთების მიტანა, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ც.დადიანის N7-ში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

საქველმოქმედო პლათფორმა www.donate.ge-ზე ნებისმიერ მსურველს ასევე, შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. თანხის გადარიცხვა მსურველს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია. ასევე, შესაძლებელია ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა, რაც საშუალებას მისცემს მსურველს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფონდი, თანხა და ვადა, რის შემდგომაც მისი ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება თანხის ფონდში გადარიცხვა. აღნიშნული ფუნქციის ჩართვისასაც, გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განხორციელდება. საქველმოქმედო პლათფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: donate.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42