მისი თქმით, არასოდეს დაავიწყდება ღამე, როდესაც თავდაცვის მიზნით, დედამისმა მისი მთვრალი მამა მოკლა.
„ამის შესახებ არავისთან მისაუბრია, არ მინდოდა ამაზე საუბარი. თუკი ვინმე რამე მკითხვადა, ვპასუხობდი, რომ მამა ავარიაში დაიღუპა. ვის მოუნდებოდა ასეთი ამბის მოყოლა. არავის“ - განაცხადა მსახიობმა.
მსახიობის თქმით, იმ დღეს მამამისის სახლში ისევ მთვრალი მივიდა და ცოლ-შვილს მოკვლით დაემუქრა. ტერონის დედამ თავდაცვის მიზნით მას ესროლა. სასამართლომ მსახიობის დედა გაამართლა.
კითხვაზე, როგორ გადაიტანა მამის სიკვდილი, მსახიობმა უპასუხა, რომ საკუთრი თავი დაარწმუნა, თითქოს ეს არც მომხდარა.
ტერონის თქმით, ის ხალხის რეაქციებსაც გაურბოდა.
„არ მინდოდა თავი მსხვერპლად მეგრძნო. დიდხანს ვიტანჯებოდი, სანამ თერაპია დავიწყე“ - თქვა მსახიობმა.
შარლიზ ტერონის თქმით, მამიზ ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ, მას ბავშვობა გაუნადგურა.
მსახიობმა, დაცვისთვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარდაჭერისთვის, დედას მადლობა გადაუხადა.
„მე საოცარი დედ მყავს. ის ჩემი ცხოვრების უდიდესი შთაგონებაა. ის მეუბნებოდა „ეს საშინლებაა, აღიარე ეს საშინელებაა, მაგრამ ახლა არჩევანი უნდა გააკეთო. განა ეს განგსაზღვრავს შენ? თავს ჩააძირინებ თუ ცურვას განაგრძობ?“ ეს იყო და ეს? - განაცხადა მსახიობმა.
მასალის გამოყენების პირობები






