ვეტოს გადაწყვეტილება ანჟეი დუდამ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. პრეზიდენტის თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები იურისტებთან გაიარა და კანონპროექტს განსახილველად სეიმში დააბრუნებს:
"გადავწყვიტე, რომ მიღებული კანონპროექტები - უზენაესი სასამართლოს რეფორმისა და იუსტიციის ეროვნული საბჭოს შესახებ - პარლამენტში დავაბრუნო, რაც ნიშნავს, რომ ამ კანონების ამოქმედების წინააღმდეგ ვეტოს გამოვიყენებ."- განაცხადა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
პრეზიდენტმა ვეტოს დაადებს უზენაესი სასამართლოს რეფორმისა და იუსტიციის ეროვნული საბჭოს შესახებ კანონებს, თუმცა აპირებს ხელი მოაწეროს მესამე კანონს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოების რეორგანიზაციას გულისხმობს.
პრეზიდენტის მზრიდან მმართველი გუნდის „კანონის და სამართლის პარტიის“ მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება იაროსლავ კაჩინსკისთან ღია დაპირისპირებას წარმოადგენს, რადგან მმართველი პარტიის ლიდერი სწორედ ისაა და მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობს.
აღნიშნული კანონპროექტის გამო ევროკავშირში პოლონეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გამოყენებაზე ალაპარაკდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “კანონის და სამართლის პარტიას” უკან მიჰყავს ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები






