"ძალიან ვნანობ, რომ დედასთან ბოლო საუბარი ასე ხანმოკლე აღმოჩნდა" - პრინცი ჰარი
ეს საინტერესოა - 12:00, 04 May, 2018     7589
დიდ ბრიტანეთში პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.


''დაიანა, დედაჩვენი: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა'' - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ლედი დის გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე გამოვიდა და რომელიც პრინცესა დაიანას ახლობელი ადამიანების ინტერვიუებზე არის აგებული. ფილმის დიდი ნაწილი ლედი დის შვილების - კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისა და პრინცი ჰარის საუბრებზეა.

როგორც ფილმიდან ირკვევა, პრინცებმა დედა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ნახეს. პრინცი ჰარის თქმით, მათი მშობლების განქორწინების შემდეგ, ისი მშობლებს შორის იხლიჩებოდნენ.

პრინცესა დაიანა შვილებთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.

ლედი დის გარდაცვალებისას უილიამი 15-ის, ჰარი კი 12 წლის იყო და მამასთან ერთად , ბალმორალში იმყოფებოდნენ. ფილმში მათ სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ დედასთან უკანასკნელი სატელეფონო საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მათ სათამაშოდ წასვლა სურდათ.

„არასოდეს მიყვარდა მშობლებთან ტელეფონით საუბარი. ერთმანეთს ტელეფონით უფრო ხშირად ვეკონტრაქტებოდით, ვიდრე პირადად. ნამდვილად არ მახსოვს , მას რა ვუთხარი, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ ის სატელეფონო ზარი ასე ხანმოკლე აღმოჩნდა. ამას მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვებრძოლო“- ამბობს პრინცი ჰარი ფილმში.

პრინცი უილიამის თქმით, მათ საუბარი ბიძაშვილებთან ზარასა და პეტერე ფილპსთან თამაშს გამო შეწყვიტეს.

„რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა, ასე არ მოვიქცეოდი. ეს სატელეფონო ზარი ჩემს გონებაშია და ეს ძალიან მძიმეა“ - ამბობს პრინცი უილიამი.

უილიამის თქმით , დედის სიკვდილი „სრულიად დამანგრეველი“ აღმოჩნდა და ამ დარდთან გამკლავებას, ძმები ერთმანეთთან საუბრით ცდილობდნენ. ისინი პრინცესა დაიანას „საუკეთესო დედად“ მოიხსენიებენ, რომელმაც მემკვიდრეობად სიყვარული დატოვა, თანაც ისეთი, რომელმაც გლობალურ ქველმოქმედებაზე იქონია გავლენა.

დოკუმენტურ ფილმში პირველად აჩვენეს გაერთიანებული სამეფოს პრინცების დედასთან გადაღებული უცნობი ფოტოები, რომლებიც შემდეგ სამეფო ოჯახმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:

პრინცები დედის გარდაცვალებაზე და ამ ტრაგედიით გამოწვეულ სირთულეეებზე ამ დრომდე არ საუბრობდნენ. მათი გულახდილი საუბრები მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

ცნობილია ასევე ისიც, რომ პრინცი ჰარისა და უილიამის ინიციატივით კი კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დაიანას მემორიალური ძეგლი დაიდგმება. სულ მალე კი Feud-ის მეორე ნაწილი გამოვა. სერიალის მეორე სეზონი, პინცესა დაიანას ცხოვრებას შეეხება.

პრინცესა დაიანას 1 ივლისს 56 წელი შეუსრულდებოდა. პრინცმა ჰარიმ და უილიამმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედის მნიშვნელობა, მისი დანაკარგით გამოწვეული ტკივილის შესახებ.

შეგახსენებთ, პრინცესა დაიანა, 36 წლის ასაკში, პარიზში, 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42