ჯონ სიდნი მაკ-კეინი III- აშშ-ის სენატორი არიზონიდან 1987 წლიდან დღემდე. იყო კანდიდატი 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან.
დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ივლისში ავიამზიდ „ფორესტალზე“ ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.
1981 წელს მაკ-კეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და მალე ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო უბნიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ იგი 1986 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატში არიზონიდან და ხელახლა აირჩიეს 1992, 1998 და 2004 წ.წ.
მაკ-კეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერებში დაამარცხა ჯორჯ ბუშმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკელ სენატორს, 80 წლის ჯონ მაკკეინს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა. როგორც მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სენატორს სიმსივნე ერთი კვირის წინ, თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს. სენატორ მაკკეინს აშშ-ის კონგრესმენები და აშშ-ის 44-ე და 45-ე პრეზიდენტები მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
ვიდეო წყარო "ამერიკის ხმა"
მასალის გამოყენების პირობები






