ჭორები, ბოლო დროს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის შესახებ, შესაძლოა, სიმართლე აღმოჩნდეს. სპორტულ სამყაროში ნეიმარის "ბარსელონა"-დან ფრანგულ "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით, "პსჟ" მზად არის ბარსელონას ფეხბურთელში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს, ნეიმარი კი კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, ბონუსის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც სპორტული გამოცემები წერენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა და მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება, რამაც ნეიმარისა და მესის მეგობრობაც დაასრულა. ბულვარული გამოცემების ცნობით, მესიმ ინსტაგრამზე ნეიმართან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.
თუკი მესის ინსტაგრამს გადაავლებთ თვალს, ნეიმარის ფოტოებს ნამდვილად ვერ აღმოაჩენთ. ერთადერთი ფოტო, რომელიც მესის ექაუნთზე ამ დროისთვის იძებნება, 2013 წელს არის გადაღებული.

მასალის გამოყენების პირობები






