„სტარტაპერის“ ფარგლებში სტარტაპები უკვე 2 მილიონი ლარით დაფინანსდნე
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:09, 24 Jul, 2017     1497
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და სხვა.

სტარტაპსესხის გარდა, პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა საბანკო პროდუქტების პაკეტი, სტარტაპ-ენერჯი ბარათი („სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, რომელიც საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს) და სტარტაპლიზინგი. დამწყებ ბიზნესებს ამ პროდუქტებზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

5 თვის განმავლობაში „სტარტაპერის“ საბანკო პროდუქტების პაკეტით უკვე 6 000-მდე სტარტაპკომპანიამ ისარგებლა. სტარტაპ-ენერჯი ბარათით კი 200-მდე სტარტაპერმა.

დიდ ინტერესს იწვევს სტარტაპერების მხირდან პროგრამის არაფინანსური აქტივობებიც. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სპეციალურად სტარტაპერებისთვის დანერგილი ტრენინგებისა და მასტერკლასების კურსს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, უკვე 300-მდე სტარტაპერი დაესწრო, რაც მათ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.

პროგრამის კიდევ ერთი არაფინანსური ნაწილი სტარატაპერების მედიამხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორმა ვებგვერდებმა: Ambebi.ge, Bpn.ge, Marketer.ge, News.ge და გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკა „სტარტაპერმა “4 თვის განმავლობაში უკვე 170 სტარტაპკომპანია და მათ დამფუძნებლები გააცნეს საზოგადოებას და მათზე სტატიები, ინტერვიუები და რეპორტაჟები მოამზადეს.

პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის სიახლეები მუდმივად ინერგება და უახლოეს მომავალში არაერთი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება იგეგმება.

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე - www.startuperi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42