კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს თეონა ცირამუას დაჯილდოება სწორედ Black Sea Arena-ზე სთხოვა - ივანიშვილის გამო შეცვლილი გეგმები
პოზიცია - 17:17, 24 Jul, 2017     4746
პრეზიდენტის ადმინისტრაციას Black Sea Arena-ზე ღირსების ორდენის გადაცემის საშუალება არ მიეცა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გუშინ გამართული კონცერტის შემდეგ სცენაზე უნდა დაეჯილდოებინათ, თუმცა სახელმწიფო ორდენის გადაცემა პრეზიდენტის წარმომადგენელს ბათუმში მოუხდა.

კულტურის სამინისტროში "ნიუპოსტს" უთხრეს, რომ არც კონცერტთან და არც ორდენის გადაცემასთან მიხეილ გიორგაძის უწყებას შეხება არ აქვს. თუმცა "ნიუპოსტმა" იმ დოკუმენტის მოპოვება შეძლო, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას დაჯილდოვების თხოვნით მიმართავს.

დოკუმენტი 2017 წლის 5 იანვრით თარიღდება.

"ნიუპოსტი" თემის გადამოწმებას კულტურის სამინისტროში შეეცადა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ბიუროკრატიულ პროცედურას უწოდებენ, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლისთვის Black Sea Arena-ზე ჯილდოს გადაცემის საშუალების არმიცემაზე პასუხსმგებლობა მათ უწყებას არ ეკისრრება.

"თუ ეს დოკუმენტი არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატიული პროცედურა, რომლითაც გადის წერილი შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მე გეუბნებით ამ კონკრეტულ შემთხვევას. შეუშვეს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეს Black Sea Arena-ს უნდა ჰკითხოთ. მინდა გითხრათ, რომ არც მინისტრი და არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფებოდა. Black Sea Arena არც ჩვენი სიპია. ჩვენთან რატომ რეკავთ ვერ მივხვდი?! მთავარი კითხვა იმაში ხო არ მდგომარეობს, იმსახურებდა თუ არა ცირამუა ორდენს. აბაშიშვილი აცხადებს, რომ არ შეუშვეს... ეს ჩვენ არ გვეხება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა გიორგაძის უწყებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ "კომუნიკაცია აბაშიშვილის შეშვება არ შეშვებაზე არ იქნებოდა".

"შეშვება არ შეშვებაზე არ იყო საუბარი. როდესაც ღირსების ორდენს ეხება საქმე, ბიუროკრატიული პროცედურაა, რეკომენდაცია გაეწევა ხოლმე. სამინისტრო სხვა საკითხებში არ ერევა. შესაბამისად, კი, არის საკითხი რომ მიიღო ორდენი,. სად მიიღო - ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო არ ფლობს, ეს არის უკვე პრეზიდენტის პრეროგატივა. სადაც უნდოდა, იქ გადასცემდა. შიდა ორგანიზებაზე ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. ამიტომ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ გაგცეთ პასუხი"- განმარტა კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, გორის ქალთა გუნდი კულტურის სამინისტროს სსიპ-ია, თუმცა მიუხედავად ამისა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ირწმუნება, რომ მას ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია Black Sea Arena-ზე გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის დაჯილდოებას აპირებდა.

„კულტურის სამინისტროს პირველად ესმის ეს თემა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ჩვენი სსიპ არის გორის ქალთა გუნდი, მაგრამ პრეზიდენტის ჯილდოს თაობაზე არაფერი ვიცი, პირველად მესმის,“ - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა სკანდალზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

აბაშიშვილი ამბობს, რომ ცირამუასთვის პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემაზე კომუნიკაცია ყველა მიმართულებით მიდიოდა.

”გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია არსებობდა ყველა მიმართულებით, მე ვიცოდი, რომ თეონა ცირამუას პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ”ბლექ სი არენაზე” და ცხადია ამისთვის ვიყავით მზად. მიგვაჩნია, რომ თეონა ცირამუა და გორის აკაპელა იმსახურებდა იმას, რომ ის ჯილდო გადაცემულიყო სწორედ მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. ეს არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად, მაგრამ სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, რომელსაც ვფიქრობ, არანაირი ტიპის ლოგიკა არ ჰქონდა, არ მომეცა საშუალება, რომ ”ბლექსი არენაზე” დამეჯილდოვებინა თეონა ცირამუა და შესაბამისად, მოხდა მისი დაჯილდოება სხვა სივრცეში, რაც ძალიან სამწუხროა”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გავრცელებული ინფომაციით, ქეთი მელუასა და გორის ქალთა კაპელას კონცერტის პროგრამა მას შედეგ შეცვალა, რაც გაირკვა, რომ კონცერტს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად უნდა დასწრებოდა.

ჟურნალისტები ივანიშვილის კომენტარს Black Sea Arena-ს ფოიეში ელოდებოდნენ. თუმცა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა დარბაზი სათადარიგო გასასვლელით დატოვა.

მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა Black Sea Arena-ს წარმომადგენელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42