დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი აცხადებს, რომ რუსეთი ისტორიულ შეცდომას უშვებს, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო.
"ახლა რუსეთის ხელისუფლება უკრაინას იგნორირირებას უკეთებს, რიოთიც დიდ, ისტორიულ შეცდომას უშვებს. ასეთი დიდი ისტორიის მქონე ხალხის იგნორირება უბრალოდ უპატივცემლობაა და დაბალ ინტელექტუალურ კულტურაზე მეტყველებს," - აცხადებს კრავჩუკი «Корреспондент.net»-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პრობლემები რუსეთთან მისი პრეზიდენტობის დროსაც არსებობდა, მაგრამ ბორის ელცინი ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის.
"მაშინ რუსეთის პრეზიდებტი ელცინი იყო. მიუხედავად მისი რუსული სულისა, რუსული ფილოსოფიისა, რუსული იმპერიული სულისკვეთებით გაჯერებული აზროვნებისა, მასთან დიალოგი და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო. ახლა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, რომელსაც არ სურს დისკუსიის გამართვა უკრაინასთან, არ ჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან," - აცხადებს კრავჩუკი.
მასალის გამოყენების პირობები






