ესპანეთის ქალაქ ფიგერასში, ლეგენდარული მხატვრის, სიურრეალიზმის წარმომადგენელი. სალვადორ დალის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდა. მიზანი, იმის დადგენაა, ნამდვილად არის თუ არა დალი მარია პილარ აბელ მარტინესის მამა.
3 კვირის წინ, ესპანეთის სასამართლომ დააკმაყოფილა მარიას მოთხოვნა, რომელიც თავს სალვად დალიც შვილად მიიჩნევს და ამის დამსატკიცებლად დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვდა.
ექსჰუმაციისას , რომელიც 4 საათი გაგრძელდა, მხატვრის კბილის, ძვლისა და ფრჩხილების ნიმუშები აიღეს. ახლა ექსპერტიზა მას მარიას დნმ-ს შეადარებს.
მხატვრის საფლავი, რომელიც 1989 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, კატალონიაში, ფიგერასის მუზეუმში მდებარეობს, რომელიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
1956 წელს დაბადებული მარია პულარ აბელ მარტინეზი, რომელიც კარტზე მკითხაობით არის დაკავებული, აცხადებს, რომ მის დედას ანტონიას სალვადორ დალისთან ჰქონდა რომანი. ანტონია იმ ოჯახში მუშაობდა, რომელიც კადაკესეში, მხატვრის სახლთან ახლოს ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






