„კასპიის მონსტრი”, C 300 და ირანი
პოზიცია - 21:35, 21 Jun, 2013     1969



ჩვენთვის ყველა პოტენციური საფრთხე მოდის რუსეთიდან, მაგრამ ეს მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ უკავშირდება. ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ სამი ცუდი სცენარი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მზად იყოს მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის და ჰქონდეს მოქმედების გეგმა.



პირველი გეოპოლიტიკური პრობლემა ირანს უკავშირდება. ბუნებრივია, არსებობს ირანისა და ისრაელის სამხედრო დაპირისპირების საფრთხე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მხარეს ამ ომში ჩაერთვება აშშ, რაც ზრდის სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობას. ანუ, თუ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, ის შეიძლება იყოს მხოლოდ საჰაერო ან ასევე, სახმელეთო, რაც ნიშნავს საოკუპაციო კონტინგენტის შეყვანას ირანში. ამ სიტუაციაში, რუსეთი თავს არ შეიზღუდავს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არ დარჩება პასიურ მდგომარეობაში და გაიმეორებს პრიშტინას სცენარს. 2012 წელს, როცა ირანის პრობლემა გამწვავდა, რუსეთში გაიხსენეს სტალინის გეგმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავდა და ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის მიერ ჩრდილოეთ ირანის ოკუპაციას, ტამანის დივიზიის მეშვეობით. ეს გეგმა ნამდვილად არსებობდა, რუსები ამას არც მალავდნენ და ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირს სამხრეთიდან შეექმნებოდა საფრთხე. 2012 წელს რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა მისი გიუმრის ბაზა სომხეთში და ჩაატარა მანევრები, რომლის მიზანიც სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი უღელტეხილის გამტარუნარიანობის შემოწმება იყო. აგრეთვე, შემოწმდა, თუ რამდენად გადალახავს უღელტეხილს "ჩ 300" სარაკეტო დანადგარები. მანევრების შედეგად, ჩატარდა კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ეს უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის გენშტაბი ამუშავებს ამ სცენარის შესაძლებლობას.



რით ემუქრება ეს საქართველოს? ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, გიუმრის ბაზის გარნიზონის რესურსები, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს სამხედრო ამოცანის შესრულებას. ჩრდილოეთ ირანის ოკუპაციისთვის და ბუფერული ზონის შესაქმნელად საჭიროა 40-60 ათასი სამხედრო კონტინგენტის შეყვანა პირველ ეტაპზე. ამხელა ძალის გადასროლა ჰაერით შეუძლებელია და აქ რუსეთს აქვს მოქმედების ორი ვარიანტი: ულტიმატუმით მოითხოვოს ჩვენგან დერეფანი და როკის გვირაბით, ცხინვალის და ახალგორის გავლით, საქართველოს ტერიტორიით გადაისროლოს სამხედრო დაჯგუფება სომხეთის საზღვრისკენ, რათა შემდეგ უღელტეხილით შევიდეს ჩრდილოეთ ირანში ან წავიდეს დაღესტნის მხრიდან აზერბაიჯანის გავლით. ამასთანავე, არსებობს შესაძლებლობა რუსეთის მიერ კასპიის ფლოტილიის გამოყენების, მაგრამ აქ არასაკმარისი რესურსების და გაზრდილი საფრთხეების პრობლემა დგას. რუსეთმა დაჩქარებული ტემპით კი დაიწყო "კასპიის მონსტრის" (ეკრანოპლანების) პროექტის განხორციელება, მაგრამ ამას მინიმუმ 5-7 წელი დასჭირდება. 40-60 ათასი სამხედრო კონტიგენტის გატარება ჩვენს ტერიტორიაზე აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. ეს არ არის ერთი მანქანა, რომელიც 2 საათში გაივლის საქართველოს მიწაზე და გაქრება, ეს სცენარი ჩვენი დამოუკიდებლობის დასასრულია. ასეთი კატასტროფული პროგნოზის მიუხედავად, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. მთავარია ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა და მოვლენების ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის წინასწარ მომზადება. 2012 წელს ამ კუთხით ჩვენს პარტნიორებთან გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები შევქმენით, მაგრამ ეს სამუშაო გასაგრძელებელია.



მეორე სცენარი უკავშირდება აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების შესაძლო გამწვავებას ყარაბაღში. აქაც, ჩვენი მთავარი პრობლემა რუსეთთანაა დაკავშირებული, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან შანსს, სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის ეგიდით დადგას ფეხი ყარაბაღის მიწაზე. საერთოდ, რუსეთის ახალი გეოპოლიტიკის ნაწილია სამშვიდობო მისიების გააქტიურება. მაგალითად, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მან უკვე ოფიციალურად შესთავაზა გაეროს, თავისი ჯარისკაცებით შეცვალოს ავსტრიის კონტინგენტი ახლო აღმოსავლეთში. როგორც პირველი სცენარის განვითარების შემთხვევაში, აქაც პრობლემა გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე დერეფნის მოთხოვნის პერსპექტივასთან. იგივე პრობლემები და საფრთხეები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მოთამაშე ასევე იქნება თურქეთი, რომელიც, სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, არ ჩაერთვება ღია დაპირისპირებაში რუსეთთან, მაგრამ იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომ არ მივცეთ რუსეთს ამ დერეფნის მოთხოვნის შესაძლებლობა.



მესამე პრობლემა, უკვე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას და სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. 2014 წელს მოსალოდნელია ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების გააქტიურება. ამ შემთხვევაში, რუსეთი კვლავ დაიწყებს საქართველოს დადანაშაულებას ტერორიზმის მხადაჭერაში. სწორედ ამიტომ, პუტინი ითხოვს რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის გახსნას საქართველოში. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ასეთი ცენტრის შექმნით, ჩვენივე ხელით შევუქმნით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებების და ბაზირების ლეგალურ პირობებს.



ეს სამივე სცენარი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა შესაძლებელია სწორი დაგეგმარებით და მუშაობით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თურქეთთან, ამ საფრთხეებთან გამკლავება და ჩვენი უსაფრთხოების დაცვა. მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს: სხვისგან დახმარების მიღება შესაძლებელია მაშინ, როცა სხვის რჩევებსაც ითვალისწინებ და ფასეულობებსაც იზიარებ.



დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42