საფრთხე, რომელიც გვაერთიანებს - გამონაბოლქვით დაბინძურებული გარემო და სირაქლემის რაფინირებული პოზა
შენი რეპორტაჟი - 17:26, 21 Jul, 2017     5876
დიდი ხანია საზოგადოება გახლეჩილია. უფრო სწორედ კი - დაყოფილია უამრავ ჯგუფად, პარტიად, ორგანიზაციად, კლუბად და ა.შ. ყველა დღე პაექრობით იწყება, ოჯახში, ქუჩაში, სამსახურში თუ სოციალურ ქსელებში. ეს იწვევს გაუცხოებას. ადამიანები ნაჭუჭებს ანგრევენ და ციხეებს აშენებენ მათ სანაცვლოდ. ადამიანები ცდილობენ გაემიჯნონ ერთმანეთს - ქცევით, სტილით, კვებით, კომფორტით. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვერ დაყოფ - ის ყველასთვის ერთნაირი და ერთია. ჰაერი.

ჰაერი ერთიანობის ფილოსოფიად გამოდგებოდა, ცოტა მეტი პატივისცემით რომ ვეპყრობოდეთ მას, მაგრამ უკვე უხერხულია. სუფთა ჰაერი განურჩევლად ყველას აჯანსაღებს, ჭუჭყიანი კი - აავადებს. ერთნაირად მოწყვლადია ყველა - ვინც გააუქმა ტექ-დათვალიერება და ვინც იბრძვის ეკოლოგიისთვის, ასევე მათი შვილებიც. თბილისში ( და საქართველოში ) წლებია გაუამართავი და ე.წ. კატალიზატორ ამოღებული ავტომანქანების წყალობით ავადდებიან ადამიანები. ჩუმად, შეუმჩნევლად გადადის შხამი ჰაერის მეშვეობით ჯერ მათ ფილტვებში, ხოლო შემდეგ სხეულის ყველა უჯრედში. გამონაბოლქვი არა მხოლოდ საშიშ ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, არამედ ე.წ. წმინდა მტვერს, რომელიც იმდენად შეღწევადია, რომ უჯრედის ბარიერებსაც კი არად აგდებს - სამუდამოდ იბუდებს ორგანიზმში და ნაჩქარევ სიკვდილს უმზადებს ადგილს.

შედეგად - ყველა თაობა ავადდება, მაგრამ ყველა თაობა არაა დამნაშავე. პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ვაავადებთ ჩვენს შვილებს მაშინ, როცა ყოველდღე მივდივართ სამსახურში, ვდგავართ საცობში, ვბრუნდებით სახლში, მათ სხეულებში ჩვენს გამო კიდევ შეიპარა შხამი, რომელიც თავის ბოროტი საქმის შედეგს მალე აღარ დაგვიმალავს.

საწვავის ნორმები, ევრო 4, ევრო 5 და ა.შ. გვესმის და ვკითხულობთ, გვაჯერებენ და გვგონია, რომ მაღალხარისხიანი საწვავი ნიშნავს ნაკლებ საფრთხეს. მაგრამ ეს იქ, სადაც ავტოპარკი გამართულია. ჩვენთან კი ხშირად ავტომობილი სახლში არ არის მიყვანილი და კატალიზატორი უკვე ჩაბარებულია, რადგან - თურმე კატალიზატორი შეიცავს, პლატინას, პლატინა ძვირფასი ლითონია, კატალიზატორში კარგ ფასს იხდიან, მისი გამოშიგვნის მერე ისე ხარისხიანად აკეთებენ, რომ ვერც კი გაიგებ, რომ ამოცლილია.. რაც არ უნდა სუფთა საწვავი მოიხმაროს მსგავსმა ავტომობილმა, მისი გამონაბოლქვი ნებისმიერ შემთხვევაში მავნებელია, ამას გაიგებენ ჩვენი შვილები, ჩვენი დღეს ჩადენილი ბოროტება ეტყვის მათ ხვალ.

განვითარებული ქვეყნების ვრცელი ანალოგების მოყვანა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი მაგალითიც კი კმარა - ევროპის ნაწილი მსხვილი ქალაქების ცენტრალურ უბნებში დიზელის ძრავიანი ავტომობილების შესვლა აკრძალულია. და ეს იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილი სრულიად გამართულია.

გამონაბოლქვის გახმაურებულმა სკანდალმა, როცა შესაბამისმა უწყებამ ფოლკსვაგენის კონცერნი გამონაბოლქვის მონაცემების უზუსტობაშ დაადანაშაულა, მთელი განვითარებული მსოფლიოს გულისწყრომა გამოიწვია. ავტომწარმოებელმა უკან გაიწვია ყველა ავტომობილი, რომელმაც ტესტი ვერ გაიარა. კონცერნს დაეკისრა 30 მილიარდამდე კომპენსაციის გადახდა, მისი იურისტები ვერ აუდიან მომხმარებელთა სარჩელებს. საქართველო? ქართველი ობივატელი კი ამ ფაქტს ხელების ფშვნეტით შეხვდა - ,, ფორცვაგენი გაიაფდება!!’’

მოდი შევთანხმდეთ, რადგან ჰაერი ყველასია, გამომდინარე აქედან კი ყველა თანაბრად ცოდავს - კანონმდებელიც, რომელიც აყოვნებს ტექ-დათვალიერების შემოღებას, ეკოლოგიის მიმართულებით კანონის გამკაცრებას, აღმასრულებელიც, რომელიც მორჩილად ელოდება კანონს და მშვიდად აყოლებს თვალს გზებზე გაბატონებულ შავ კვამლს, მისი და ჩვენი შვილების ფილტვებისკენ რომ მიიზლაზნება და ჩვენ. მომისმინეთ მეგობრებო, იქნებ ესაა საკითხი სადაც ერთიანობა გვმართებს? თუნდაც შვილების გულისთვის. თორემ დაანონსებული ტექნოლოგიური გარღვევა, რაც მთელი მთელი მსოფლიოს ავტოპარკის მთლიანად ელექტრომანქანებით ჩანაცვლებას გულისხმობს, ჩვენს დაავადებულ მომავალი თაობისთვის ვერაფერი შეღავათი იქნება.

ცნობარი:

ნახშირორჟანგი - იწვევს სასუნთქი ორგანოების დაზიანებას, დიდი რაოდენობის შემთხვევაში - სიკვდილს

აზოტის ოქსიდი - იწვევს თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. აღიარებულია სიმსივნის მაპროვოცირებლად

გოგირდის დიოქსიდი - იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას. მწვავე ალერგენი, ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს სასუნთქი ორგანოების მწვავე დაავადებებს.

ჭვარტლის ნაწილაკები ( შეღწევადი მტვერი ) - ბრონქიტი, პოლიპები, ალერგიები. ორგანიზმის დაბინძურება უჯრედულ დონეზე.

ბენზოლი - სიმსივნის მაპროვოცირებელი, ცვლის სისხლის ფორმულას.

ალდეჰიდები - ლეიკემიის მაპროვოცირებელი.

ტყვია - იწვევს ნერვული სისტემის მოშლას, სუიციდისკენ მიდრეკილებას.

დაშვებული ნორმები სხვასახვა ქვეყნებში :

აშშ - აზოტის დიოქსიდის მაქს. დაშვება 31 მგ/კმ,

ევროპა - ევრო 6 ნორმა - აზოტის დიოქსიდის მაქს დაშვება 61 მგ/კმ,

საქართველო - ??? !






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42