"ამ სამყაროში შენ გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია" - ჩესტერ ბენინგტონის ემოციური წერილი ქრის კორნელს
ეს საინტერესოა - 17:06, 21 Jul, 2017     9952

გრემის მფლობელი ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სრულიადნ ინტერნეტსივრცე შეძრა.

41 წლის ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 20 ივლისს, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში მოიკლა თავი. კრის კორნელს დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა.


რაც შეეხება ქრის კორნელს, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტმა 2 თვის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩესტერის მსგავსად, თავი ჩამოიხრჩო კორნელმაც. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა , შემდეგ კი დეტროიტის ერთერთი სასტუმროს აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ქრის კორნელი და ჩესტერ ბენინგტონი ახლო მეგობრები იყვნენ. კორნელის დაკრძალვაზე ჩესტერმა Hallelujah შეასრულა და მეგობარს ღია წერილით მიმართა. ემოციურ წერილში, ჩესტერი მადლობად უხდს ქრისს, რომ მისი ცხოვრების ნაწილი იყო.

„წუხელ ბითლები დამესიზმრა. გაღვიძე და გონებაში Rocky Raccoon-ს ვუკრავდი, ჩემი ცოლის შეშფოთებულ სახეს შევხედე. მან მითხრა, რომ ახლახან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. შენზე ფიქრმა მომიცვა და ავტირდი. მე ახლაც ვტირი, მწუხარებისგან, ასევე მადლიერებისგან, რადგან შენთან და შენს ულამაზეს ოჯახთან განსაკუთრებული მომენტების გატარება შევძელი. შენ ისე შთამაგონებდი, ამას ვერასოდეს გაიგებდი. შენი ნიჭი შეუდარებელი იყო. შენი ხმა იყო სიხარული და ტკივილი, რისხვა და პატიება, სიყვარული და გულისტკივილი, ყველაფერი ერთიანად. ვფიქრობ, ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვართ. შენ დამეხმარე ამის გაგებაში. ახლახან ვუყურებდი ვიდეოს, შენ მღერი ბითლების “A Day In The Life“-ს და ჩემს ოცნებაზე ვფიქრობდი. მინდა ვიფიქრო, რომ შენ შენებურად დამემშვიდობე. ამ სამყაროში შენ გარეშე საკუთარი თავის წარმოდგენა არ შემიძლია. ვლოცულობ შენთვის, რომ მომავლ ცხოვრებაში სიმშვიდე მოიპოვო. ვუგზავნი სიყვარულს შენს ცოლსა და შვილებს, მეგობრებსა და ოჯახს.

მადლობა, რომ მომეცი შანსი, შენი ცხოვრების ნაწილი ვყოფილიყავი.

მთელი ჩემი სიყვარულით,

შენი მეგობარი

€#£$+£R ]}£[][][G+O][" - ნათქვამია წერილში.

"ლინკინ პარკის" სოლისტის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მომღერალმა ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. თუმცა ცნობილია ის, რომ ადრე ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ბოლო დროს კი დეპრესიას ებრძოდა.

ჩესტერი „ლინკინ პარკის“ შემადგენლობაში მსმენელის წინაშე , ბოლოს, ორი კვირის წინ, ბირმინგემში, წარსდგა. სწორედ 6 ივლისს დაასრულა ჯგუფმა ევროული ტურმე და ამერიკული ტურნესთვის ემზადებოდა, რომელიც 27 ივლისს უნდა დაწყებულიყო.

ჩესტერი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, მას 6 შვილი ჰყავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42