გრემის მფლობელი ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სრულიადნ ინტერნეტსივრცე შეძრა. მუსიკოსის ხსოვნას პატივს მიაგებენ მისი ფანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მსოფლიო ვარსკვლავები.
„ლინკინ პარკის“ ფანები ჩესტერის ბოლო გამოსვლის კადრებს აქვეყნებენ.
თავად ჩესტერმაც ინსტაგრამზე ბოლოს, 7 ივლისის კონცერტის ფოტო ატვირთა.
ბენდს ჯერჯერობით არ განუცხადებია, განაგრძობს თუ არა ტურნეს.
შეგახსენებთ, 41 წლის ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 20 ივლისს, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში მოიკლა თავი. კრის კორნელს დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა.
მომღერალმა ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ადრე ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ბოლო დროს კი დეპრესიას ებრძოდა.
ჩესტერი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, მას 6 შვილი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






