თუმცა, მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ არასოდეს იმშობიაროს.
ლეას თქმით, ის თვლის, რომ ორსულობა - საშინელი გამოცდილებაა.
„ამას ჩემი პაციენტები მეუბნებიან. ერთ-ერთმა მითხრა, რომ არა შვილის ყოლის ძლიერი სურვილი, ამას არასოდეს გადაწყვეტდა.
მოგიყვებით, ჩემი ერთერთი პაციენტის ნათქვამს : "მე არ ვადანაშაულებ მათ, რომლებმაც ბავშვის გაჩენაზე უარი თქვეს, რადგან ორსულობა , ეს საშინელებაა.
გულისრევა მუდმივად ჩემთან ერთად არის. ეს ჩემი მესამე ორსულობაა, 37-ე კვირაში ვარ და ჯერაც ტოქსიკოზი მაქვს. და ცრემლები. ვტირი ყოველ დღე, უმიზეზოდ. უკვე არათუ გარშემომყოფებს, საკუთარი თავი მე თვითონვე მაღიზიანებს უაზრო ტირილით.
ხშირად სუნთქვა გიჭირს. გიჭირს გადაადგილება. გტკივა ყველაფერი და გგონია, ამას ვერ გაუძლებ.
ასე ვიტყოდი: მშბიარობა - ეს საუკეთესო მომენტია, რომლითაც ყველა ეს ტკივილი არსებობას წყვეტს და ახალი , საოცარი ბედნიერება იწყება. არ ვაჭარბებ.
ჩემი შვილები ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არის მიზეზი, როს გამოც მესამედ ვარ ამ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში. ბავშვებმა ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახადეს, მაგრამ ვერასოდეს ვიტყვი, რომ ორსულობა ყველაზე ჯადოსნური და ლამაზი პერიოდია ცხოვრებაში. რადგან ეს ასე არ არის“ - ეს მომიყვა ქალმა, რომელსაც შვილის გაჩენაში უნდა დავეხმარო. ის ახალ სიცოცხლეს გააჩენს, საკუთარი ტანჯვის ფასად.
ვიცი, დედობა დიდი ბედნიერებაა და მე მთელი არსებით გავნაგრძობ ჩემს საქმიანობას. ვიცი, ჩემს გადაწყვეტილებასაც დიდი კრიტიკა და ლანძღვა მოჰყვება, მაგრამ ვხედავ, ეს ძალიან რთულია და ეს მე არ მინდა“ - ამბობს ლეა.
მასალის გამოყენების პირობები






