გავრცელებული ცნობით, ხანდა ბრაკონიერი მონადირის რიჩარდ კუკის მსხვერპლი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სესილიც, ორი წლის წინ ამერიკელმა სტომატოლოგმა მოკლა.
„ვერ ვიჯერებთ, რომ სესილის მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ, მისმა უფროსმა შვილმა მამის ბედი გაიზიარა“ - წერს ზიმბაბვეს ნაციონალური პარკი სოციალურ ქსელში.
მათივე ინფორმაციით, ბრაკონიერმა ხანგას ძმაც მოკლა 2015 წელს.
ახალგაზრდა ლომი სულ რაღაც 6.2 წლის იყო .
რაც შეეხება სესილის, ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი, უწყინარი, შავფაფრიანი ლომი - სესილი 2015 წლის აგვისტოში მოკლეს.
როგორც გაირკვა, ამერიკელმა სტომატოლოგმა, უოლტერ ჯეიმს პალმერმა ლომის მოსაკლავად ზოოპარკის ადმინისტრაციას 50 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადა.
ლომი, მეტსახელად სესილი, ისრით იყო დაჭრილი, შემდეგ კი ტყვია ჰქონდა ნასროლი.
13 წლის ლომი ზიმბაბვეს ხვანგის ტურისტული პარკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო.
ისევე, როგორც ბევრი აფრიკული ქვეყანა, ზიმბაბვეც არალეგალური ნადირობის წინააღმდეგია და ამით იშვიათი ჯიშის ცხოველებს იცავს.
ლომი დაჭრიდან დაახლოებით 40 საათი მონადირეებს გაურბოდა. თუმცა, საბოლოოდ მას მიაგნეს, თავი მოაჭრეს და გაატყავეს.
სესილის მკვლელობამ ცხოველთა უფლებადამცველებისა და სოცქსელების მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. პალმერის კლინიკასთან მოეწყო საპროტესტო აქციები. ნიუ-იორკის ემპაიარ სტეიტ ბილდინგი (Empire State Building) კი სესილის ფოტოთი გაანათეს.
თავად უოლტერ პალმერი აცხადებდა, რომ არ იცოდა, ნაკრძალის ცხოველი რომ მოკლა. მისი თქმით, მან გადაიხადა ფული და აბსოლუტურად დარწმუნებლი იყო, რომ მას ლეგალურ ნადირობას მოუწყობდნენ.
ფოტოზე: სესილი და ხანდა
მასალის გამოყენების პირობები






