შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები დიცსა და დიდ ხურვალეთს ეწვევიან
საზოგადოება - 17:16, 21 Jun, 2013     435


შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს: დიცსა და დიდ ხურვალეთს ეწვივნენ, სადაც დაათვალიერეს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართები, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა აღნიშნა, რომ ნანახით ძალზე შეშფოთებულია, რადგან მოხდა ოჯახების, ეზოების გაყოფა, ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა უამრავი საჭირბოროტო პრობლემა, კერძოდ, ისინი შეზღუდული არიან წყლის რესურსების გამოყენებაში, ახლობლების საფლავების მონახულებასა და თავისუფალ გადაადგილებაში.

 

მისივე თქმით გარდა ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებისა, მავთულხლართების გავლების პროცესი ართულებს კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობას და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ზრდის.

 

კომისარმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ოკუპანტ ძალებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეაჩერონ მავთულხლართების ფიქსაცია ე.წ. "ადმინისტრაციულ საზღვარზე" და მოხსნან უკვე აღმართული რკინის ხელოვნური ღობეები.
კნუტ ვოლებეკმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შეჩერდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42