IPI-Georgia გმობს შს მინისტრის საქციელს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ
საზოგადოება - 16:55, 21 Jun, 2013     465

,,ნიუპოსტი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი,IPI-Georgia, გმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საქციელს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

ირაკლი ღარიბაშვილმა წამების კადრების ჩვენების წინ დავით პაიჭაძეს სრულიად ლეგიტიმურ და პროფესიულად სწორად დასმულ შეკითხვაზე, გააკეთა თუ არა სამინისტრომ ყველაფერი მსხვერპლთა ამოცნობის გამოსარიცხად, პასუხი არ გასცა. უფრო მეტიც, მინისტრმა ბოროტად ისარგებლა თანამდებობით და იმით, რომ დარბაზში ხელისუფლების მომხრეები, მათ შორის ჟურნალისტები, აშკარა უმრავლესობაში იყვნენ და დავით პაიჭაძეს გასული 9 წლის მანძილზე ჟურნალისტობა უხეშად დაუწუნა. რასაც მოყვა კიდეც მინისტრის მომხრეთა კმაყოფილი ოვაციები.

პრესის საერთაშორისო ინსიტიტუტის საქართველოს კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტზე მორალური ძალადობა. მინისტრს არ აქვს უფლება ჟურნალისტს მიუთითოს, თუ როგორ უნდა იმუშაოს, არამედ, ვალდებულია პაუსხი გასცეს შეკითხვებს და თმენით მოეკიდოს კრიტიკას.

ის რაც შსს-ში მოხდა, აშკარად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული წინასწარგანზრახული პროვოკაციაა, რის შედეგადაც ზოგიერთმა მათგანმა შეხვედრა დატოვა.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი, IPI-Georgia, იმედოვნებს, რომ მინისტრის შეუწყნარებლობა ჟურნალისტური კრიტიკისადმი არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება ადამიანთა წამების სასტიკ შემთხვევებზე სათანადოდ არ წარიმართება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42