ცხოველთა დაკვლის წესში ცვლილებები შედის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:50, 19 Jul, 2017     7011
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, კახეთის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაქსიმალურად მოკლე დროში.

შეხვედრის ფარგლებში FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებას და მიკვლევადობის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას განაპირობებს“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილემ პაატა ქურდაძემ.

პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42