საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ პიერ დე ვილიემ , პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უთანხმოების გამო, თანამდებობა დატოვა.
გენერალი, გადადგომის შესახებ განცხადებაში წერს, რომ მას „ აღარ შეუძლია არმიის იმ მოდელის შენარჩუნება, რომელიც უზურნველყოფს საფრანგეთის დაცვას დღეს და მომავალშიც.“
მაკრონსა და დე ვილიეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაიძაბა, რაც მთავრობის ახალი გეგმა გამოქვეყნდა, რომელიც თავდაცვის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
იერ დე ვილიემ მთავრობის აღნიშნული გეგმები გააკრიტიკა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მას სუბორდინაციის დაცვისკენ მოუწოდა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავ აღლუმზე.
პიერ დე ვილიე საფრანგეთის არმიაში 1975 წლიდან მსახურობდა. გენშტაბის უფროსის თანამდებობა კი 2014 წელს დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






