რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიწვევით, სქართველოში რუსი დეპუტატები ჩამოვლენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.
„ჩვენ აუცილებლად წავალთ თბილისში. რუსი პარლამენტარები , მინიმუმ, ათი წელია არ ყოფილან საქართველოში. თანაც, მსგავსი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიური ურთიერთობის , ასევე ეკონომიკის საკითხებს, შევეცდებით სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია“ - განაცხადა კალაშნიკოვმა.
დეპუტატის თქმითვე, ორივე მხარე შედეგზეა ორიენტირებული და საკუთარი წვილის შეტანას აპირებს ქართულ-რუსული კონტაქტების აღდგენაზე, უფრო სერიოზულ დონეზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
„საპარლამტნტო დიპლომატია უნდა დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს რთული საკითხების გადაჭრაში“ - დასძინა კალაშნიკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






