საუდის არაბეთში მუსლიმური ტრადიციის დარღვევის ბრალდებით, მოდელი დააკავეს.
საქმე იმაშია, რომ ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც გოგონას მოკლე კაბა და მოკლემკლავიანი მაისური აცვია და ერ-რიადის ერთერთ ძელ უბანში სეირნობს.
გოგონას დაკავების მიზეზიცსწორედ ეს გახდა.
გოგონას დაკავების შესახებ საუდის არაბეთის პოლიციამ განაცხადა. დაკითხვზე ჰულუდმა არ უარყო, რომ ვიდეოზე ნამდვილად ის არის ასახული, უბრალოდ , განაცხადა, რომ ვიდეო სნეპჩატზე მისი ნებართვის გარეშე აიტვირთა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამავდროულად, მისივე თქმით, ვიდეოს გადაღებისას, მასთან ერთად მისი ნათესავი, მამრობითი სქესის წრმოადგენელი იმყოფებოდა, საუდის არაბეთის კანონების შესაბამისად.
ჰულიდის საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. იმ შემთხვევაში, თუკი მას დამნაშავედ სცნობენ, ჯარიმის გადახდა და პატიმრობა ემუქრება.
საუდის არაბეთში ისლამის წესები გამკაცრებულია. ქალებს მხოლოდ კონსერვატიული სამოსის ტარების უფლება აქვთ . ეკრძალებათ მანქანის მართვა და მამაკაცთან ერთად ქუჩაში გავლაც კი, თუკი ის მისინათესავი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






