G20-ზე ტრამპსა და პუტინს შორის მეორე, საიდუმლო შეხვედრაც გაიმართა
მსოფლიო - 12:48, 19 Jul, 2017     2416

G20-ის ფარგლებში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, ოფიციალური ორსაათიანი შეხვედრის გარდა, კიდევ ერთი არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

აქამდე გაუხმაურებელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თეთრს სახლშიც ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, პუტინსა და ტრამპს შორის მეორე საუბარი, მათი ოფიციალური შეხვედრიდან რამდენიმე საათში, G20-ის ლიდერებეის ოფიციალური ვახშმის დროს შედგა. თეთრი სახლი მათი საუბრის დეტალებს არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ეს „ ხანმოკლე საუბარი იყო.

როიტერსის ცნობით, კი მათ დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში ილაპარაკეს, რასაც მხოლოდ რუსული მხარის თარჯიმანი ესწრებოდა.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, აღნიშნულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა თვითერზე გამოეხმაურა და "სიცრუე" უწოდა.

როგორც Washington Post წერს, სახელმწიფო მეთაურების ვახშმის მიმდინარეობისას, დონალდ ტრამპი ადგა და ვლადიმირ პუტინის გვერდით ცარიელ სკამზე დაჯდა. პუტინს მისი ოფიციალური თარჯიმანი ახლდა, ტრამპი კი მარტო იყო.

პირველი, ვინც ტრამპი-პუტინის საიდუმლო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საერთაშორისო კვლევითი-საკონსალტინგო კომპანია Eurasia Group-ის ხელმძღვანელი იანა ბრემერია. რომელმაც Washington Post-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტების გაუხმაურებელი საუბრის შესახებ მან სადილზე მყოფი ორი ადამიანისგან გაიგო, რომლებიც აშშ-რუსეთის ლიდერების საუბარს შეესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42