ვინ არის ირაკლი კაველაძე, რომელიც დონლად ტრამპ უმცროსისა და რუსი ადვოკატის შეხვედრას ესწრებოდა
მსოფლიო - 12:23, 19 Jul, 2017     4910
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების სავარაუდო კავშირები რუსეთთან, კვლავ აქტუალური თემაა. კონგრესი გამოძიებას განაგრძობს.


დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა აღიარა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ის რუს იურისტს ნატალია ვესელნიცკაიას ნამდვილად შევხდა, თუმცა ამის შესახებ მამამისმა არაფერი იცოდა და თანაც, „უბრალოდ შეხვედრა“ იყო, რომელმაც ყოველგვარი ინფორმაციის გადაცემის გარეშე ჩაიარა.

ცნობილია, რომ შეხვედრას რვა ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.

ახლა კი ამერიკული მედია შეხვედრაზე მყოფ მერვე ადამიანზე იკე კაველაძეზე წერს.

„ვინ არის ირაკლი კაველაძე, მერვე ადამიანი, რომელიც დონლად ტრამპ უმცროსისა და რუსი ადვოკატის შეხვედრას ესწრებოდა? - ამ სათაუროთ აქვეყნებს სტატიას გამოცემა Newsweek-ი.

გამოცემის ცნობით, The Washington Post-თან და Los Angeles Times-თან კაველიძის ადვოკატმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი შეხვედრას ნამდვილად ესწრებოდა.

ვინ არის ირაკლი კაველიძე და როგორ მოხვდა ის საიდუმლო შეხვედრაზე?

Newsweek-ის ცნობით, 52 წლის კაველიძე Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტია. რომელიც რუს დეველოპერს არას აგალაროვს ეკუთვნის. 2013 წელს, სწორედ აგალაროვმა უმასპინძლა დონალდ ტრამპის კუთვნილი კომპანიის კონკურს „მის სამყაროს“ რუსეთში. კაველიძის ადვოკატის, სკოტ ბალბერის თქმით, მისი კლიენტი რუს ადვოკატთან გამართულ მოლაპარაკებებს როგორც არას აგალაროვის წარმომადგენელი ესწრებოდა და მას თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ვესელნიცკაიამ შეხვედრაზე საკუთარი თარჯიმანი მიიყვანა. ეს თარნჯიმანი კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ანატოლი სამოჩორნოვი იყო.

ბალბერმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველი რობერტ მიულერი და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, რასაც იურისტი დაემორჩილა. მიულერი, 2016 წლის აშშ_ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასა და ტრამპი-რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიების ფარგელბში, მიულერმა დონალდ ტრამპ უმცრორსისა და რუსი იურისტის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

ბალბერის თქმით, კაველიძე აშშ-ის მოქალაქეა და დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს. მისი LinkedIn-ის ექუნთიდან ირკვევა, რომ ფინანსური მეჯენერად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. Crocus Group-მა ის 2004 წელს დაიქირავა, როგორც ანალიტიკოსი, ხოლო 5 წლის შემდეგ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამჟამად, ის საინვესტიციო პროექტების განვითარებას, რეგიონული ბიზნესის დაგეგმვასა და ანგარიშების მიხედვით, საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას კურირებს.

„ლოს ანჯელეს თაიმსის“ ინფორმაციით, ის კალიფორნიაში ცხოვრობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რომ Crocus Group-ში გაწევრიანებამდე, კაველაძე იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კომპანიებში წილების უკანონოდ ფლობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, კონგრესში 9-თვიანი გამოძიება მიმდინარეობდა.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, კაველაძე საქართველოში დაიბადა და 1991 წელს აშშ-ში გაემგზავრა.

პირველი კომპანიები International Business Creations და Euro-American Corporate Services, მან რუსი ბროკერების სახელით დელავერში ჩამოაყალიბა და მათთვის საბანკო ანგარიშები გახსნა. მოგვიანებით, Citibank -მა რუსი ბროკერების ანგარიშები დახურა, კაველიძე კი აცხადებდა, რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია.

Crocus Group-ის გარდა, კაველაძე ხშირად იღებს მონაწილეობას კონფერენციებზე და ღონისძიებებზე. მისი ექაუნთიდან ირკვევა, რომ მოხალისეობრივად არის ჩართული მოსკოვის უსინათლო ბავშვთა რეგიონალური სკოლის საქმიანობაში.

შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპ უმცროსსაა და კრემლთან დაახლოებულ იურისტს შორის შეხვედრა გაიმართა. გავრცელებული ცნობით, პიროვნებამ, რომელმაც შეხვედრის ორგანიზება მოაწყი, ტრამპმს აცნობა, რომ ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონზე კომპრომატი ჰქონდა და ტრამპიც შეხვედრას დათანხმდა.

Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპ უმცროსმა რუს იურისტთან შეხვედრა აღიარა. აშშ_ის პრეზიდენტის ვაჟმა განაცხადა, რომ შეხვედრა „არაფრის შესახებ“ იყო, თუმცა ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.

უფრო ადრე, მან ელექტრონული წერილები გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის რუს იურისტს ნატალია ვესელნიცკოს შეხვედრაზე დათანხმდა, რომელიც სავარაუდოდ, კრემლთა იყო დაკავშირებული და მისთვის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომანტების გადაცემას აპირებდა.

ამჟამად, FBI და აშშ-ის კონგრესი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს სწავლობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე, გაჩნდა ბრალდებები, რომ სავარაუდოდ, მისი საარჩევნო შტაბი რუსეთთან თანამშრომლობდა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული ფაქტი არაერთხელ უარყო. აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42