პატიმრების წამებაში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულების ვლადიმერ ბედუკაძის, გაგა მკურნალიძის, მამუკა ჩხიტუნიძის და სხვათა მიმართ. სასამართლომ 16 ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა დახურულ სასამართლო სხდომებზე, პროცესის მონაწილეთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით.
დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ბრალდებულების მამუკა ჩხიტუნიძის, მანუჩარ ლომთაძის, კობა ჩიკვატიას, გურამ ცომაიას, ლევან ფხალაძის, ბორის ფარულავას, ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილის მიმართ სხვადასხვა პირობებით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს ინიციატივით მოხდა გარკვეული პირობების დაზუსტება, რასაც დაეთანხმნენ მხარეები, ხოლო ბრალდებულების გაგა მკურნალიძის, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, მათე ელბაქიძის, თემურ ჭაჭიას მიმართ საქმე დასრულდა არსებითი განხილვით. ""ამნისტიის შესახებ სქართველოს კანონისა "" და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მათ განესაზღვრათ სხვადასხვა სასჯელები; სასამართლომ ორი პირის - თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სხვა მუხლზე და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.
სასამართლოს განაჩენით ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, მათ თავისუფლება აღეკვეთათ სასამართლო სხდომის დარბაზში; თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თავისუფლება აღეკვეთათ სასამართლო სხდომის დარბაზში; მამუკა ჩხიტუნიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; გურამ ცომაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; კობა ჩიკვატიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; მანუჩარ ლომთაძეს - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; ლევან ფხალაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; ბორის ფარულავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; დავით ხუჭუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; გაგა მკურნალიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით და 1წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; გიორგი კვარაცხელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; ლევან ფურცხვანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდებით; ოლეგ ფაცაცია განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება",-აღნიშნულია განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






