აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის პირველი სერია ფემინისტური ეპიზოდების სიმრავლით გამოირჩევა და სერია ძირითადად ქალებზე იყო ორიენტირებული, რაც ლოგიკურიც იყო, მე-6 სეზონის დასასრულს თუ გავიხსენებთ.
სერიის განხილვას არ დავიწყებთ, რადგან სპოილერები თავიდან აგარიდოთ, უბრალოდ, ბევრი დეტალი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სანსას დროც დადგა.
მე-7 სეზონის პრემიერაში სანსა სტარკზე აშკარა ხაზგასმა იგრძნობოდა: ღიად დაუპირისპირდა მის „ნახევარძმას“ ჯონ სნოუს და ჯიუტად უმტკიცებს, რომ მას უნდა დაუჯერეს. ასევე, მიგვანიშნა, რომ იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ეს დანარჩენებს ჰგონიათ და ბეილიშის ნამდვილი ზრახვებიც კარგად იცის. მისი ორინიული სახე, ბეილიშზე საუბრისას, ალბათ არავის გამოგპარვიათ, თუმცა შესაძლოა გამოგრჩათ ეს დეტალი: სანსა სერსეი ლანისტერის ვარცხნილობას ატარებს, ისეთს, რომელიც დედოფალს ჰქონდა, სანამ თმებს იძულებით შეჭრიდნენ.
სანსას ვარცხნილობაზე სერიაში არაფერია საუბარი, თუმცა, სერსეით აღფრთოვანებაზე, სანსას ჯონი მიანიშნებს, მაშინ, როცა ისინი მტრებზე საუბრობენ.
„შენ მებრძოლი ხარ, მაგრამ მე ვიცნობ მას. თუკი მისი მტერი ხარ, ის არ გაჩერდება, სანამ არ გაგანადგურებს. ყველა, ვინც კი გზაზე გადაეღობა, ახლა მკვდარია“ - აუბნება სანსა ჯონს.
„ისე საუბრობ , თითქოს, მისით აღფრთოვანებული ხარ“ - აღნიშნავს ჯონი, რაზეც სანსა პასუხობს, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა.
ამას კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უბრალო დამთხვევას.
სოფი ტერნერი, რომელიც სერიალში სანსანს როლს ასრულებს, ერთერთ ინტერვიუშ ამბობს, რომ სანსა ვარცხნილობას შემთხვევით არასოდეს იცვლის.
„სანსას თმა მუდმივას ასახავს იმ ადამიანს, ვისგანასაც რაღაცას სწავლობს ან შთაგონებულია მისით“ - ამბობს სოფი.

როგორც ჩანს, სანსა გულის სიღრმეში, სერსეით ნამდვილად აღფრთოვანებულია და მას ბაძავს.
მასალის გამოყენების პირობები






