უკანონო მასალებში ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და დიპლომატების პირადი ცხოვრებაა ასახული
საზოგადოება - 14:09, 21 Jun, 2013     680


"საქმე გვაქვს დანაშაულის ძალიან დიდ მასშტაბებთან, არსებობს 12 888 ფაილი, რომელიც ასახავს პოლიტიკოსების, დიპლომატების და ჟურნალისტების ცხოვრებას, არა მხოლოდ პირადი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელიც პიკანტურ მომენტებს შეიცავს, არამედ საქმიან სამუშაო დეტალებსაც", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

 


რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის არ იცნობდა პირადად ლევან ქარდავას და სხვა ყოფილ პოლიციელებს, კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტს ნელ-ნელა ამნეზია ემართება:


"პრეზიდენტი გუშინ გამოვიდა და თეატრალური წარმოდგენა დადგა. იგი აცხადებს, რომ არ იცნობდა ახალაიას, არ იცნობდა ქარდავას, ნელ-ნელა ამნეზია ემართება და ვეღარავის ვეღარ ცნობს. მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ის მასშტაბური დანაშაული, რაც 13 000-მდე უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს მოიცავს მხოლოდ ორი ადამიანის მიერ არის გაკეთებული, არასერიოზული და სასაცილოა. ქარდავა, რომლის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც პრეზიდენტი აპელირებს, კუდი-ს უფროსად 2012 წელს დაინიშნა, მაშინ როცა უკანონო ჩანაწერები 2004 წლიდან არის გადაღებული. ეს ყველაფერი უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სწორედ ამიტომ კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დამატებითი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან და იმ პოლიტიკური პარტიების წევრებთან, რომელთა მიმართაც ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა" - დასძინა კახიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42