რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს წამყვანი სამთო-მოპოვებითი კომპანია? - RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:43, 17 Jul, 2017     1455

კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კომპანიაში პროგრამაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. დღეს აღნიშნული პრეზენტაცია შედგა სასტუმრო rooms-ში და ის სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიის Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ თავად Golder Associates-ის წარმომადგენელი საიმონ ოლდრიჩი, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად. პრეზენტაციას სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტები, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვის სამინიტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს კომპანია RMG-ს სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო ხიზანიშვილმა განუცხადა, პროგრამაზე მუშაობა Golder Associates-ის წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდებოდა. პროგრამა ითვალისწინებს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც 100-ზე მეტი ღონისძიება იქნება განსახორციელებელი.

„უპირველეს ყოვლისა, ეს პროგრამა მიმართულია წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს ხორციელდებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიასთან – “Golder Associates”-თან ერთად. პროგრამა შევიმუშავეთ, რათა გასწორდეს ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პრობლემები და სამომავლო გამოწვევებსაც სისტემურად გავუმკლავდეთ. პროგრამა არის ძალიან მოცულობითი, ზოგიერთ დეტალზე სამუშაოები კვალავაც მიმდინარეობს. ეს კომპანიისგან მოითხოვს დიდ ფინანსურ ძალისხმევას და ეს იქნება არა ერთი მილიონი ლარი. მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განხორციელდება გაცილებით დიდი მოცულობის ინვესტიცია. ღონისძიებები, რომელთა განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ, შეეხება ძალიან ბევრ მიმართულებას. მათ შორის იქნება წყლის, ჰაერის მართვა, ასევე სანაყაროების მართვა და სხვა. აქცენტი ყველა მიმართულებით იქნება გაკეთებული“, -განაცხადა სანდრო ხიზანიშვილმა.

Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ RMG-ს პროგრამაში ჩადებულია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ჩვენი სურვილია, რომ გამოვლენილი პრობლემები სრულად აღმოიფხვრას. RMG-ს პრიორიტეტია გარემოს დაცვითი მართვის გაძლიერება. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა გარემოსდაცვითი რისკი და დავსახოთ სწორი ღონისძიებები. ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო ხარჯების და გარკვეული ტექნიკურ დავალებების ზუსტი დადგენა. ჩვენი ჯგუფი, RMG-ის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ეფექტურდ და კარგ საპროექტო გადაწყვეტილებებს მიიღებს“.

საიმონ ოლდრიჩმა პრეზენტაციაზე პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით შემუშავებული ღონისძიებების ილუსტრაციული მატრიცებიც წარმოადგინა. “RMG-ს პროგრამაში გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მისი განხორციელებისას მოხდება მონაცემების გაცვლა, უკუკავშირი, რათა შედეგი იყოს ეფექტური და სტაბილური“ – განაცხადა საიმონ ოლდრიჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42