"როგორც მონათხრობიდან ვხვდები, ამ დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ" შალვა რამიშვილს, ირმა ინაშვილს, ირაკლი კაკაბაძეს, კორკოტას და სხვა შავრაზმელებს თუ ოპორტუნისტებს. სხვა მიზანზე საუბარი ზედმეტია - ცხადია, რომ იქ დამსწრეთაგან ვერცერთი ვერც კადრების ავთენტურობას დაადგენდა, ვერც დამნაშავეებს ამოიცნობდა და ვერც დასჯიდა. კორკოტას და კაკაბაძის იქ მიწვევას, დებოშის მოწყობის გარდა რა მიზანი უნდა ჰქონოდა? მიშას სიყვარულით იწვოდნენ და თვალები აუხილეს? რეალურად კი მიიღეს ის, რომ გააღიზიანეს ყველა, ვინც საღად აზროვნებს, დაინტერესებულია ამ ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით, დამნაშავეების დასჯით, მსხვერპლთა რეაბილიტირებით და ამ საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა" - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში".
სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა, რომელზეც ადამიანების გაუპატიურებაა ასახული, გუშინ შსს-მ მედიასა და არასამთავრობოებს გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები






