ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ თანახმაა ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს.
პარლამენტის ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაამტკიცეს რეფერენდუმისთვის რამდენიმე კითხვა, რომელიც იმ საკითხების ლეგიტიმაციას ეხება, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.
დღემდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნებოდა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს.
აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი ასევე, დამფუძნებელი კრების მოწვევას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.
13 ივნისს, ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს.
ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.
საპროტესტო აქციებს 92 ადამიანი შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები






