ერდოღანი პარლამენტს თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 12:16, 16 Jul, 2017     3642

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონის მიღებისაკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მან თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავ მიტინგზე გააკეთა.

„თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენის ბრალეულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მომხრეებმა უღალატეს სახელმწიფოს.

„პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია: ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე შეეხო საგანგებო მდგომარეობის საკითხს, რომელიც თურქეთში შემოღებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როდესაც საფრთხეები აღმოიფხვრება და ტერორიზმთან ბრძოლის მიზანი მიღწეული იქნება“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42