როგორ შენდება ავარო-კახეთის გზა - რუსეთის ახალი შემოსასვლელი საქართველოში (ვიდეო)
პოზიცია - 20:01, 15 Jul, 2017     40723

რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, დაღესტნის რესპუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტო საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია ის სამუშაოები რომელიც "გუნიბის შოსე — ვანტლიაშევსკის უღელტეხილი" გზის გასაყვანად სრულდება. ეს გზა დაღესტნის რამდენიმე რეგიონს კვეთს. როგორც Facebook-ის მომხმარებლები მიიჩნევენ, მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ავარო-კახეთის გზის მშენებლობას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ საქართველოში და აცხადებენ, რომ ავარო-კახეთის გზა საქართველოში რუსული სამხედრო ტექნიკის შემოდინების არხი შეიძლება გახდეს. ჯერ კიდევ 2014 წელს მაშინ როდესაც რუსეთმა ეს განზრახვა გაამჟღავნა და დაღესტნის ტერიტორიაზე ამ გზის მშენებლობა დაიწყო, საქართველოში აცხადებდნენ, რომ ავარო-კახეთის გზა ახალი „როკის გვირაბი“ იქნებოდა საქართველოსთვის. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ამ პროექტით რუსეთს გაუდვილდებოდა არა მარტო აზერბაიჯანისა და საქარტველოს სამხედრო ოკუპაცია, არამედ ეს გამოყენებული იქნებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების შემოსაყვანად, შემდგომ კი ამ საბაბით რუსეთის მხრიდან სამხედრო შეტევის განსახორციელებლად.

2014 წელს როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო აცხადებდა, რომ ავარო-კახეთის გზის მსენებლობა საქართველოს დღის წესრიგში არ იდგა, კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ მიუხედავად ეკონომიკური ფაქტორისა გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების ფაქტორებიც:

„როდესაც ქვეყანასთან არ გაქვს მარტივი ურთიერთობები, უსაფრთხოების ასპექტები მოდის წინ და ეს ასპექტებია გასათვალისწინებელი . მეორე საკითხია, რომ რა თქმა უნდა არის ეკონომიკური ფაქტორი და ყველა გზა ეკონომიკურად ქვეყნისთვის კარგია, მესამე ის რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.“- აცხადებდა კვირიკაშვილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42