საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:19, 14 Jul, 2017     1715
საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წელს 93 ათასზე მეტი სული წვრილფეხა პირუტყვის - ცხვრის ტან-ხორცია ექსპორტირებული, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება. 2016 წლის პირველ ნახევარში 7500 ტან-ხორცია ექპორტზე გატანილი.

„დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის თვალშისაცემი მატება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაავადებებზე ზედამხედველობის გაძლიერების და იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ტარდება. სააგენტო ყოველწლურად ახორციელებს წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციებს სხვადასხვა დაავადებებზე, სისხლის სინჯების მონიტორინგსა და კონტროლს. ეფექტიანი ვეტერინარული კონტროლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ცხოველთა ოთხი ბიოუსაფრთოების პუნქტი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცხოველთა სასაკლაოები მოწყობილია თამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ნდობის საფუძველი გახდა. ხორცის ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს დამატებითი ღირებულების შექმნას ქვეყანაში და დარგში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას,“ - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

საქართველოდან დაკლული ცხვრის ტანხორცის ძირითადი ექსპორტიორებია ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ერაყი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42