არა ოკუპაციას! - ქართული საზოგადოება ოკუპანტების წინააღმდეგ და გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობას
პოზიცია - 15:30, 14 Jul, 2017     2890

არა ოკუპაციას! სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია! - სოფელ ბერშუეთთან, იქ სადაც რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი ასეულობით მეტრით გადმოწიეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საზოგადოების წევრებმა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაამონტაჟეს ბანერი წარწერით - „სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია“.

პოლიტიკოსების განცხადებით აქცია რომელიც ჩატარდა, არის მესიჯი საერთაშორისო ტანამეგობრობისადმი იმასთან მიმართებით, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპანტია. ეს არის ასევე მესიჯი საქართველოს ხელისუფლებისთვის, პოლიტიკოსების განცხადებით აუცილებელია ქმედითი და მკაცრი ნაბიჯები პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საზოგადოება უფრო ადექვატურად რეაგირებს რუსულ ოკუპაციაზე, ვიდრე ხელისუფლება:

„საქართველოს უბედურება დღეს იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება უფრო ადექვატურად რეაგირებს რუსულ აგრესიაზე, ვიდრე ხელისუფლება. კარგია ქართველი ხალხი თუ ასე გააპროტესტებს რუსეთის ქმედებებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება არ გაიღვიძებს, ბოლოს ეს გაპროტესტდება არა აქ, არამედ კანცელარიასთან“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით აუცილებელია , რომ ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი მუდმიბი იყოს და რუსული ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს, მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში:

„საქართველოს ოკუპაცია გამქრალია ყველა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რომელიც არსებობს. სწორედ ამ შედეგის გასაპროტესტებლად მოვიდა ეს ხალხი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უბრალო ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი იყოს მუდმივი“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ არსებული პრობლემის შესაჩერებლად მკაცრი ზომების გატარებაა აუცილებელია:

„ახლა კრიტიკის დრო არ არის, აუცილებელია შევაჩეროთ აგრესორი. მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობა არ შველის ამ საქმეს, ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე მკაცრად დააყენოს, დღის წესრიგად აქციოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი. სხვანაირად, საერთაშორისო ზეწოლის გარეშე შეუძლებელია რუსეთის აგრესიის შეჩერება. ე.წ. საზღვარი მაგისტრალთან ძალიან ახლოს არის გავლებული, რაც სერიოზული საფრთხეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც. ჩვენ რეალურად ყოველდღე პროვოკაციის მოლოდინში ვართ, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალოს. ორი გასროლაა საჭირო ამისთვის, ამიტომ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისასს.

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი მიიჩნევს, მათი თაობის ვალია საერთაშორისო საზოგადოებას უთხრან, რომ ისინი არსებულ პროცესს არ ეპუებიან:

„ერთი აქცია, ერთი აქტივობა შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ამგვარ აქტივობას მივმართავთ არა მხოლოდ ჩვენი თავებისთვის, არამედ იმიტომ თუ რას ვუტოვებთ ჩვენს შთამომავლობას. ჩვენი თაობა ჩვენი გენერაცია, ადამიანები რომლებიც აქ არიან, არ ვეპუებით და არ ვეპუებოდით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამ კონკრეტული აქციის მხოლოდ დღევანდელ ჭრილში წაკითხვა არ შეიძლება. მაშინ როდესაც შედეგი შეიძლება ათწლეულების შემდეგ იყოს, ჩვენ ყველა დავინახავთ და ვიგრძნობთ, ეს კონკრეტული აქცია რომ არ ყოფილიყო, არ გვექნებოდა ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს, ამიტომ ჩვენი მორალური ვალდებულებაა ვიდგეთ აქ, ვერც ოკუპანტს დააფრთხობ ამით და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას გაამხნევებ სათანადოდ, რადგან რუსეთი არ ჩერდება, განაგრძობს ოკუპაციას. ამიტომ ჩვენი თაობის ვალია, უთხრას საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ამ პროცესს არ ვეპუებით“, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

„ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ისინი აპროტესტებენ მცოცავ ოკუპაციას, რათა მსოფლიოს უთხრან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი:

„სახელმწიფო არის ძალიან პასიური ოკუპაციასთან დაკავშრებით, მათგან არ ისმის მკვეთრი პოზიცია, რომ გავაპროტესტოთ საზღვრების გადმოწევა. ჩვენ სიმბოლურად დავდგით ბანერი, რომელზეც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს საზღვარი რეალურად 101 კილომეტრშია. მე აქციაზე დღეს ჩემს შვილებთან ერთად მოვედი, მათ შორის არის ჩემი უფროსი შვილი, რომლიც სასამართლოდან გუშინ გათავისუფლდა. ვაპროტესტებთ მცოცავ ოკუპაციას, რათა მსოფლიოს ვუთხრათ, რუსეთის არის ოკუპანტი, დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს არა“, - განუცხადა ელისო კილაძემ „ნიუპოსტს“.

დავით ქაცარავას განცხადებით ძალა ერთობაშია და საზოგადოება მტკიცედ უნდა დადგეს ოკუპაციის წინაღმდეგ.

„დღევანდელი დღე არის სიმბოლური და კიდევ ერთხელ ვანახებთ მტერს ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანობას. ჩვენ მზად ვართ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ხელი შევუშალოთ ოკუპაციის პროცესში რუსეთს. მე ერთადერთი მესიჯი მაქვს და ესაა ძალა ერთობაშია, თუ ჩვენ გავერთიანდებით აუცლებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა „ნიუპოსტთან“ დავით ქაცარავამ.

დღეს ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომელიც თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42